საზოგადოება

,,შსს-მ ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის ნომერი ,,ვერ იპოვა” და დედამისს დაურეკა: თქვენმა შვილმა დანაშაული ჩაიდინაო”

თეა წულუკიანის ,,ინიციატივა" ერთიმეორის მიყოლებით აიტაცეს...

   რამდენიმე დღის წინ, საპარლამენტო ტრიბუნიდან, თეა წულუკიანმა გაასაჯაროვა მთავარი ოპოზიციური მედიის დირექტორის პირადი ინფორმაცია და ამით გახსნა ორკესტრირებული ფსიქოლოგიური ზეწოლის კამპანია ნიკა გვარამიას წინააღმდეგ! (მართალია კამპანია ჩაიფუშა, მაგრამ წულუკიანის მოქმედების მოტივი და მიზანი ნათელია).
ამ უკანონობას, დევნას და მორალურ საძაგლობას სწრაფად მწვანე შუქი აუნთეს ერთიმეორის მიყოლებით ადამიანის უფლებათა კომიტეტის და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეებმა და სხვებმა. ერთი ადამიანი არ მოიძებნა ოცნებაში ვინც გაემიჯნებოდა ამ საძაგლობას და დანაშაულს!
ხოლო ოფიციალურ სახელმწიფო უწყებებს დღემდე რეაგირება არ მოუხდენიათ (ალბათ, “საქმეს სწავლობენ”!
ასე იხრწნება სისტემა.
გგონიათ აქ დამთავრდა ეს ამბავი?
ქვედა რგოლებმა “მესიჯი მიიღეს” და სწრაფად განავრცეს პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის დარღვევით ფსიქოლოგიური წნეხის განხორციელების ეს ნოუჰაუ – ვისაც რა დონეზე ხელეწიფებოდა – იმ დონეზე.
ორი დღის წინ, შსს-მ ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის ნომერი “ვერ იპოვა” და დედამისს დაურეკა: თქვენმა შვილმა დანაშაული ჩაიდინაო (დაუმორჩილებლობის აქციაში მონაწილეობას გულისხმობდნენ)! დედის ადგილას წარმოვიდგინოთ თავი….
მერე, როგორც სოც.ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, აქტივისტ შუშანა მაცაბერიძის არასრულწლოვან (!!) დისშვილს დაურეკეს და დეიდას “უსაქციელობაზე” ბავშვს ესაუბრნენ!
(ესეც დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილეობისთვის).
დღეს, ლელოს წევრის, ლუკა თევზაძის დედას დაურეკეს – თქვენმა შვილმა დანაშაული ჩაიდინაო!
(ესეც დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილეობისთვის).
ვინ იქნება შემდეგი ?!
ანა ნაცვლიშვილი, ლელოს ერთ-ერთი ლიდერი
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close