სიღნაღის ამბები

,,დავიჯერო, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ამ პრობლემის შესახებ არ იცის?”

,,არხის პირას, მთელ სიგრძეზე, გორა-გორა ყრია ნაგავი. იმ არხის პირას, საიდანაც მთელი ალაზნის ველი ირწყვება. აქ რა ჯანსაღი პროდუქტი უნდა მოვიდეს? და ჩვენ ვჭამთ ამ პროდუქტს..."

როგორ გზას მივყავართ ნაკვეთებამდე, სავარგულებამდე?!
მთელს გზაზე, გორა-გორა ყრია ნაგავი,
არა, გზაზე კი არა, არხის პირას ყრია მთელ სიგრძეზე, იმ არხის პირას, საიდანაც მთელი ალაზნის ველი ირწყვება.
იმდენი ნაგავი ყრია, მანქანის გასავლელი ადგილი აღარაა!
ხომ წარმოგიდგენიათ წვიმების შედეგად, რა მომწამვლელი ნივთიერებები უერთდება არხს!
ნაგავი კი არ ყრია, ოფიციალური ნაგავსაყრელია მთავარი გზიდან 30 მეტრში. ვითომ ე.წ. სამშენებლო, რომელსაც მოსდევს ჩვეულებრივი ნაგავი!
აქ რა ჯანსაღი პროდუქტი უნდა მოვიდეს!
ან რავი, ისევ ჩვენ არ ვჭამთ ამ პროდუქტებს?
რათა, რათ ვაკეთებთ?
აი ამ გზის ქვემოდან არის ვენახები, ნაკვეთები,
ხოდა არ ვიცი, ეს რა ვნახე, რა მოვიხილე!
დავიჯერო აქამდე არავის გაუვლია?
დავიჯერო არავის აწუხებს ის, რომ ასეა დაბინძურებული ეს გზა?
ან სიღნაღის მუნიციპალიტეტი დავიჯერო ამ პრობლემის შესახებ არ იცით?!
ეს ხდება ე.წ. “ჩაკეტილთან” თუ “დაკეტილთანო”. საქობო-მაშნაარის გასაყართან.

ქეთი მოლაშვილი, ,,ცოდნის კაფეს” ერთ-ერთი დამფუძნებელი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close