საზოგადოება

საპენსიო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

რატომ არის შეზღუდული პირად საპენსიო გვერდებზე მონაწილეთა წვდომა

საპენსიო სააგენტო პერიოდულად ახორციელებს აიტი ინფრასტურქტურის განახლებას. როგორც იცით, ჩვენს მონაცემთა ბაზაში დაცულია მილიონობით მონაცემი და მათი დამუშავებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა შესაბამისი დაცვისა და წარმადობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. დღეს მიმდინარეობდა ერთ-ერთი ასეთი ტექნიკური განახლება, რომლის დროსაც შეზღუდული იყო წვდომა მონაწილეების პირად საპენსიო გვერდებზე და ინტერნეტ ბანკში საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაციაზე. ამ ეტაპზე აღნიშნული განახლება დასრულებულია და კვლავაც ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა სერვისი და ინფორმაცია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close