საზოგადოება

შალვა ნათელაშვილი: პოლიტიკიდან ოლიგარქების ჩამოცილება უდრის საქართველოს გადარჩენას

   ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს:

,,მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. ჩვენმა დიდმა მეგობარმა კონგრესმენმა, სტივ რასელმა წარმომადგენელთა პალატაში დაარეგისტრირა კანონპროექტი, ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმზე სანქციების დაწესების შესახებ. პოლიტიკიდან ოლიგარქების ჩამოცილება უდრის საქართველოს გადარჩენას. ჩვენ დაწყებულ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენ ეს მუშაობა გავშალეთ რამდენიმე მიმართულებით: პირველი გახლავთ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი, სადაც ჩვენი სარჩელი ამ ბატონის მიმართ უკვე შეტანილია და ვითხოვთ საერთაშორისო ტრიბუნალს გადაეცეს  იმის გამო, რომ ანგოლაში შეტანილი რუსული კონტრაბანდული იარაღით იმსხვერპლა 1 მილიონი მშვიდობიანი ადამიანი. ეს სრულიად საკმარისია მისი ფინანსური სანქციების დაყადაღებისათვის.

მეორე მიმართულება გახლავთ შეერთებული შტატების კანონი მაგნიცკის შესახებ, რომელიც ითვალიწინებს იმ პირების მიმართ სანქციების განხორციელებას, ვინც პოლიტიკას იყენებს საფარველად და პოლიტიკით შოულობს ფულს. იმავდროულად, არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს, ეწევა კორუფციას გლობალური მასშტაბით.

მესამე მიმართულება გახლვათ ზაფხულში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული კანონი, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე, რომელიც ითვალსიწინებს იმ ოლიგარქების მიმართ საქნციების განხორციელებას, რომელთა მეშვეობითაც პრეზიდენტი პუტინი ატარებს საგარეო პოლიტიკას, აქაც ივანიშვილს საპატიო ადგილი უკავია. საბოლოო ჯამში, ჩვენ უკანონოდ და არმად ნაშოვნ მილიარდებს ივანიშვილს დავაკარგინებთ და მოვაქცევთ მათ ქართველი ხალხის განკარგულებაში”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close