,,გრიგოლიობა” _ ინგა გრიგოლიას ქალიშვილის ქორწილში მყოფი სტუმრები ასე ასათაურებენ იქ გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც სოციალურ ქსელში ქვეყნდება. როგორც შევიტყეთ, სატელევიზიო ბომონდის გარდა, ამ ქორწილში ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მაგალითად საქართველოს ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრები: გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლითურთ. მათი ფოტოებიც ასევე, სოციალურ ქსელში გავრცელდა.
    შეგახსენებთ, რომ პოპულარული ტელეწამყვანის ინგა გრიგოლიას შვილი, მარიამ გრიგოლია გათხოვდა. მისი რჩეული 27 წლის ნიკოლოზ გამეზარდაშვილია.ნიკა გამეზარდაშვილი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ზურაბ გამეზარდაშვილის ვაჟია.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

,,ევრონიუს ჰოლდინგი” ულოცავს ინგა გრიგოლიას შვილის გაბედნიერებას.

კომენტარები