საზოგადოება

,,ვიცი, ვიამაყებ ამ ბიჭებით”_ ყველაფერი მოხდა ისე, როგორც ზღაპარში

,,სინამდვილეში ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი. მინდა, სულ ღიმილიანი იყოს.
მის ხუთ და-ძმას კი ვუსურვებ საკუთარი საქმით, ცოდნით, შრომით მიაღწიონ დიდ წარმატებებს და გამოადგნენ ოჯახს და სამშობლოს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისში, აფრიკის დასახლებაში, თბილისის მერის ბრძანებით, სახლები, რომლებიც გაჭირვებულ და უსახლკარო მოქალაქეებს უკანონოდ ქონდათ აშენებული, პოლიციის გამოყენებით, მძიმე ტექნიკით დაანგრიეს. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა შემთხვევის ადგილზე გადაღებული მამა -შვილის ფოტო, რომლითაც კახი კალაძის გადაწყვეტილების ვანდალური გადაწყვეტილების ხაზგასმა უკეთ ხდებოდა. შედარებისთვის კი, ცხოვრებისაგან განადგურებული მამა შვილის ფოტოს კახი კალაძის შვილთან გადაღებული, ბედნიერების ამსახველი ფოტოებიც მიაბეს. ყველაფერი კი დასრულდა ისე, როგორც ზღაპრებშია-კეთილად. თბილისის მერმა გადაწყვიტა, ფოტოზე აღბეჭდილი მამა-შვილისთვის ბინა ეჩუქებინა. კახი კალაძემ სოციალურ ქსელში ასეთი პოსტი გაავრცელა, რომელსაც საზოგადოების აღფრთოვანება მოჰყვა:
,,ახლა დავბრუნდი მერიიდან და არ შემიძლია დღესვე არ დავწერო, როგორც მერმა უკვე ვისაუბრე დღევანდელ მოვლენებზე, უბრალოდ ჩემი პირადი პოზიცია უნდა დავწერო- მედიაში რომ დაიწყეს მამა-შვილის ფოტოს გავრცელება როგორც მსხვერპლის, გული მომიკვდა, ტყუილის ტირაჟირებისთვის ბავშვი რატომ-თქო? ისიც კი გავიფიქრე, სახე მაინც დაეფარათ, იქნებ არ უნდა ოჯახს ბიჭუნას ასე გამოჩენა-თქო…. მეგონა მაგ ზღვარს არასდროს უნდა ჩავცდეთ, რომ ანტიპიარისთვის ბავშვები გამოვიყენოთ.
მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ. ბავშვი და მამამისი იქვე ცხოვრობენ, ჩემი და ჩემი შვილების ფოტოები მიაშენეს მათ ფოტოს. ვერც ვბრაზდები, მგონი არც მიკვირს.
ასეთ ადამიანებს რა გითხრათ სხვა? – ეგეთი ქცევა თქვენი არჩევანია. მთავარი ამჯერად ჩემთვის ისაა, რომ როცა შემიძლია დავეხმარო, ვეხმარები, ასე გამზარდეს ასე ვზრდი ჩემს შვილებს. გმირობაა მარტო კაცი ზრდის 6 შვილს. გმირი მამაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარში ამოვუდგე მას. გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის.
ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი”.

Related Articles

Back to top button
Close