საზოგადოებასაინტერესო

NASA-მ მარსის მიმართულებით რაკეტა გაუშვა, რომელიც მიწისძვრებს დააფიქსირებს

NASA-მ მარსის მიმართულებით რაკეტა Atlas V გაუშვა, რომელმაც წითელ პლანეტაზე ზონდ InSight-ის ტრანსპორტირება უნდა მოახდინოს.

InSight-ი პირველი ზონდია, რომელიც მარსის შიდა ფენების გამოკვლევას ჩაატარებს. იგი მიწაში სეისმოგრაფს დაამონტაჟებს, რომელიც ქანების მოძრაობის, მიწისძვრებისა და პლანეტაზე მეტეორების დაცემას დააფიქსირებს. ასევე ზონდი მარსის ზედაპირს გაბურღავს და სხვადასხვა ექსპერიმენტებს ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ აპარატში ჩამონტაჟებულია მიკროჩიპი, რომელზეც დედამიწის მცხოვრებთა სახელებია ჩაწერილი.

ზონდი მარსის ზედაპირს, სავარუდოდ, ნოემბერში მიაღწევს.

წყარო: newposts.ge

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close