საზოგადოება

N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატის ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის ელექტრონული პორტალი ამოქმედდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ადვოკატის ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის ინოვაციური, ელექტრონული პორტალი შექმნა.
➡️ელექტრონული პორტალი საპილოტე რეჟიმში პირველ ეტაპზე, მხოლოდ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ბარიერს მიღმა შეხვედრის დაჯავშნის მიზნით ამოქმედდა. ადვოკატები, რომლებისთვისაც წინასწარ არის ცნობილი მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან ვიზიტის საჭიროება, ელექტრონული პორტალის საშუალებით შეძლებენ ვიზიტის წინასწარ დაჯავშნას, რაც ადვოკატისა და მისი კლიენტის შეხვედრის ორგანიზებულობასა და დროულობას უზრუნველყოფს.
❗ვიზიტის წინასწარ ელექტრონულად დაჯავშნის სერვისი ნებაყოფლობითია, შესაბამისად, პარალელურად იმოქმედებს არსებული სტანდარტულ პროცედურაც.
➡️გარდა იმისა, რომ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ვიზიტის დაჯავშნის ელექტრონული პორტალი ადვოკატებს მეტ კომფორტს შეუქმნის და შესაძლებლობას მისცემს საკუთარი შეხვედრების კალენდარი მართონ, აღნიშნული პორტალის ეფექტიანად გამოყენება, ასევე განტვირთავს ე.წ. ცოცხალ რიგს, რაც N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მრავალი წელია მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
????ადვოკატთა ასოციაციამ ელექტრონული ჯავშნის ინოვაციური პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (INL) ფინანსური მხარდაჭერით შექმნა.
??ელექტრონული პორტალის გამოყენების ინსტრუქცია და სხვა დამატებითი დეტალები ადვოკატებმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/38qg1g9
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close