საზოგადოება

ადვოკატთა ასოციაციის ოფისები კომუნიკაციის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის_ საგანგებო განცხადება

       განცხადება

იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისებს ყოველდღიურად მრავალი ადვოკატი, მოქალაქე თუ დაინტერესებული პირი აკითხავს, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ადვოკატთა ასოციაციის თბილისის და რეგიონული ოფისები დროებით კომუნიკაციის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის (დეტალები იხილეთ ქვემოთ).

აქვე გაცნობებთ, რომ ასოციაციის თავმჯდომარე და აპარატის მენეჯმენტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, რათა ასოციაციის საქმიანობა და შესაბამისი სერვისები, მიუხედავად კომუნიკაციის დროებითი წესისა, შეუფერხებლად განხორციელდეს.

ამასთან, საქართველოს საერთო სასამართლოებს მივმართავთ თხოვნით, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ადვოკატებისა და მხარეების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად გადაიდოს სასამართლოს ზეპირი მოსმენები იმ საქმეებზე, რომლებზეც არ ვრცელდება სპეციალური/შემჭიდროვებული საპროცესო ვადები.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს !

 

ასოციაციასთან კომუნიკაციის განსხვავებული წესები: 

  • ნებისმიერი განცხადება, წერილი თუ მომართვა (მათ შორის, საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი თუ სხვა ტიპის ცნობების გამოთხოვის შესახებ) გთხოვთ, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@gba.ge; პასუხს (მათ შორის, გამზადებულ ცნობებს) მიიღებთ ელექტრონული ფორმით.
  • განცხადების ან წერილის მატერიალური ფორმით ოფისის მისამართზე მიტანის შემთხვევაში, აღნიშნული კორესპონდენცია მოათავსეთ ოფისის შესასვლელთან განთავსებულ სპეციალურ საფოსტო ყუთში.
  • საწევრო გადასახადთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტა: gamdlishvili@gba.ge ან დარეკეთ ნომერზე: 555070786
  • ეთიკის კომისიის აპარატთან კონსულტაციის გავლის მიზნით, კითხვები გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: ethics@gba.ge ან დარეკეთ ნომერზე: 0322987878 (შიდა ნომერი – 4)

  ეთიკის კომისიაში საჩივრის შემოტანისთვის ისარგებლეთ ასოციაციის ვებგვერდზე განთავსებული საჩივრის ელექტრონული ფორმით (https://bit.ly/39zrGEx) ან საჩივარი გამოაგზავნეთ დასკანერებული სახით შემდეგი ელ-ფოსტით: ethics@gba.ge

  • ეთიკის საკითხებზე რეკომენდაციის მიღების მიზნით ადვოკატებმა ისარგებლეთ შემდეგი ელ-ფოსტით: opinion@gba.ge

 ასოციაციის ტრენინგებთან და კომიტეტების მუშაობასთან დაკავშირებით გაცნობებთ:

  • მარტის თვეში დაგეგმილი ადვოკატთა ტრენინგები გადაინიშნა აპრილის თვეში (დარეგისტრირებულ მონაწილეებს დამატებითი დეტალები ეცნობებათ სასწავლო ცენტრის მიერ). კითხვების შემთხვევაში ისარგებლეთ შემდეგი ელ-ფოსტით: training@gba.ge ან დარეკეთ ნომერზე: 555010605
  • პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მესამე ნაკადის თეორიული კურსი დაიწყება 30 მარტს. კურსის მონაწილეებს დამატებითი დეტალები ეცნობება სასწავლო ცენტრის მიერ. კითხვების შემთხვევაში ისარგებლეთ შემდეგი ელ-ფოსტით: sisvadze@gba.ge ან დარეკეთ ნომერზე: 593384583
  • ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსით გათვალისწინებული ლექციები დაიწყება 30 მარტს. კურსის მონაწილეებს დამატებითი დეტალები ეცნობებათ სასწავლო ცენტრის მიერ. კითხვების შემთხვევაში ისარგებლეთ შემდეგი ელ-ფოსტით: gogolauri@gba.ge ან დარეკეთ ნომერზე: 591270001
  • ასოციაციის კომიტეტის სხდომები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში განახლდება 1-ლი აპრილიდან. აუცილებლობის შემთხვევაში, კომიტეტები (განსაკუთრებით, ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტები) მუშაობას აგრძელებს ონლაინ რეჟიმში. შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში ისარგებლეთ შემდეგი ელ-ფოსტით: tsintsadze@gba.ge ან დარეკეთ ნომერზე: 577694671

ასოციაციის თითოეული თანამშრომელი მომართულია, რომ არსებულ სიტუაციაში შეუფერხებლათ განხორციელდეს ასოციაციის საქმიანობა, ხოლო ზემოთ

ჩამოთვლილი გზებით ასოციაციასთან კომუნიკაციისას შექმნილი რაიმე დაბრკოლების შემთხვევაში დაუკავშირდით ჩვენს ცხელ ხაზს: 577694671

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close