საზოგადოება

ეს არის პოლიტიკური კიკო, რომელსაც ერთ დროს სანთლებანთებულმა ხალხმა დაუჩოქა, წმინდანივით

კახელებს, გაჩეჩილაძეების ,,ჯი ვი ეს"-მა ყურძენი ხეზე დაულპო და შემოსავლის გარეშე დატოვა

   გია გაჩეჩილაძემ, ,,ტაკიმასხარამ”, როგორც მას ,,მოფერებით” ვეძახით ,,პატარა გრეჩიხამ”, ახლა აღიარა, რომ 2008 წელს, იპოდრომის  აქცია თავად დაშალა, რადგან სააკაშვილს გაურიგდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, იმ პერიოდში განვითარებული პროცესების შემსწრე და მონაწილე ვიყავი, როგორც ჟურნალისტი და ე.წ. სტადიონის აქციას და მსვლელობას, ვაგზლის რკინიგზის სადგურამდე ვდიე, სადას ის დასრულდა შუაღამეს. ახლა ზოგიერთი ყოფილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ მსგავსი არაფერი იცოდა. კაი ახლა, რაა, სინდისი ერთხელ მაინც მიიჩნიეთ მაგარ რამედ.
   როდესაც გრეჩიხებმა იყვირეს სტადიონზე, სამებაში მივდივართო და რეალური გეგმა შეცვალეს( რუსთაველზე მიდიოდა ხალხი მანამდე), ყველა მიხვდა, რომ რაღაც სხვა ხდებოდა. ტაძრის ეზოში მისული, აქეთ-იქით სირბილით დაღლილი ხალხი საათობით გარეთ აყურყუტეს და ტაძარში არ შეუშვეს. შიგნით შევიდნენ აქციის ე.წ. ლიდერები და ამბებიც კი რთულად გამოდიოდა გარეთ. ხალხი სანამ განაჩენს და საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდა, ზოგიერთები, ამ დროს, ფულის აღებ-მიცემობას აკვარახჭინებდნენ და საკუთარი ბედნიერი ცხოვრების მოწყობაზე ზრუნავდნენ. მერე რა მოხდა? რა და ყველაფერი ჩააკვარახჭინეს და იქ დარჩენილი, ძალაგამოცლილი ბრბო, ახლა რუსთაველზე გადარეკეს, სადაც ძმებმა გაჩეჩილაძებმა და რამდენიმე პოლიტიკოსმა, გულზე სულ ხელები იბრაგუნეს, ვაჟკაცობის აღთქმითა და კაიკაცობის სახელით. იქ დარჩენილები კი, შემდგომ ვაგზლის მიმართულებოთ გაიმძღვარეს წინ და რელსებთან დაასრულეს ყველაფერი.
  ბოლოს და ბოლოს, ჭორის დონეზე, ყველამ გაიგო, რომ ამ ვოიაჟით მათ დიდი ფული იშოვეს, თუმცა ისევ ,,ვაჟკაცურად” უარყოფდნენ დღემდე და ხალხის ნდობა- სიყვარულით თამაშს აგრძელებდნენ. ასე ხდებოდა თითქმის ყველა დროს…
   ალბათ ისიც უნდა გავიხსენო, რა ხრიკებით ატყუებდნენ ხალხს სტადიონის  აქციის დროს… აი, მაგალითად: ოქრუაშვილი ჩამოდის, მისი თვითმფრინავი წამი-წამზე დაჯდება და ხალხს ისიც წაუძღვება წინ რეჟიმის წინააღმდეგო… ცხვრებს რა უნდა და წინამძღოლი თხა, რომელიც სასაკლაოზეც სიამოვნებით გადარეკავს მათ. ჰოდა, ასეთი პოლიტიკური თხები, სამუდამოდ  უნდა მოვაკვეთოთ ქართულ პოლიტიკას, თუ გვინდა, ქვეყანა გვქონდეს და სულ ყანაში არ ვიყოთ დორბლგადმოდენილები. ,,უმცროსი გრეჩიხას”, იგივე ,,უცნობის ახალ აღიარებაზე სასტიკად გავბრაზდი…
   ეს არის პოლიტიკური კიკო, რომელსაც ერთ დროს სანთლებანთებულმა ხალხმა დაუჩოქა, წმინდანივით. ფუი, შენი… ისე, საინტერესოა, ახლა რაში დასჭირდა ამის აღიარება, რომელი პოლიტმძორისგან ელოდება მაყუთს?!
არც იმას დავუვიწყებ გაჩეჩილაძეებს, ედიკას დროს კახეთში რომ დარბოდნენ იარაღით, ღვინის ქარხნებს ატერორებდნენ, თავისუფლებას უზღუდავდნენ და სხვადასხვა მაქინაციებით ჯიბეებს ისქელებდნენ. ხალხს? ხალხს ის, რასაც 7 ნოემბერს, რუსთაველზე, პატარკაციშვილს ეძახდა ჩვენი სასიქადულო პოლიცია ერთხმად. მაშინ,  კახელებს, გაჩეჩილაძეების ,,ჯი ვი ეს”-მა  ყურძენი ხეზე დაულპო და შემოსავლის გარეშე დატოვა.
   დასკვა არის ის, რომ ყველა ხელისუფლება ცდილობს ხალხის დამონებას, ჩვენ კი იმიტომ გვაქვს ორი ხელი, ორი ყური, ორი ფეხი და ერთი დიდი თავი, რომ ვიფიქროთ, მონობა უფრო მაგარი ტიპობაა თუ თავისუფლება? სხვა რომ არაფერი, დაუკვირდით, მონობას, არცერთ ეპოქაში, არავინ უძღვნიდა ლექსებსა და სიმღერებს. აი, თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობაზე კი შედევრებია შექმნილი.
   ,, გრეჩიხების მოგონილი” საკნების ქალაქის დაშლის ფაქტი ცალკე სასაუბრო თემაა. ეს იყო უნამუსობის მწვერვალი, რის შემდეგაც, მოკარვე ოპოზიციის თითქმის ყველა წარმომადგენელი უნდა ჩაერეცხა ხალხს პოლიტიკურ უნიტაზში, მაგრამ ეჰ, აბა ხალხი? აბა ოპოზიცია? აბა პოზიცია?
 სად ვართ, ხალხო, სად?!
   ესენი არიან ძმები გაჩეჩილაძეები კი არა, ძმები აფერისტები ან თუნდაც ,,2 აფერისტი”.
ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close