საზოგადოება

,,ყველამ უნდა შეიგნოს, ნებისმიერი ხელისუფლების დროს, რომ არ შეიძლება შერჩევითობა-ვინ ვის მოწონს ან არ მოწონს”

,,სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთადერთი ადვოკატი ვიყავი,რომელიც ვიბრძოდი სხვადასხვა სნეულებით დაავადებული ავადმყოფების უფლებების დაცვისთვის და უამრავი პატიმარი იქნა გადაყვანილი სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში და ძვირადღირებულ მკურნალობასაც უტარებდენ"

პატიმრების გადაყვანა სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში რატომ არის პრობლემური, ვერ ვიგებ .სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთადერთი ადვოკატი ვიყავი,რომელიც ვიბრძოდი სხვადასხვა სნეულებით დაავადებული ავადმყოფების უფლებების დაცვისთვის და უამრავი პატიმარი იქნა გადაყვანილი სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში და ძვირადღირებულ მკურნალობასაც უტარებდენ. თავდაპირველად საერთო სასამართლოებიც ქმნიდნენ პრობლემას და პატიმრებს ყოვლად დაუსაბუთებლად თხოვდენ სახელმწიფო ბაჟს იმ მიზნით, რომ სარჩელი განხილილულიყო ქმედების განხორციელების თაობაზე, რომ პირს ჩატარებოდა მკურნალობა. მოსამართლეების ნაწილი ვერ იგებდა, რამდენიმეს გამოკლებით, რომ არ შეიძლებოდა პატიმრობაში მყოფ პირებისთვის მოეთხოვათ სახელმწიფო
ბაჟის გადახდა. საქართველოს მოსამართლეების ნაწილს, რომ გაეგო ელემენტარული თემა, რომ ნებისმიერი პირისთვის ჯანმრთელობის უფლების დაცვა გარანტირებულ კონსტიტუციური უფლებას წარმოადგენდა და ამგვარი დავები სოციალურ საკითხს განეკუთვნებოდა ,მივმართე ევროპულ სასამართლოს და მანკიერი პრაქტიკა შეიცვალა და დღეს-დღეობით ყველა პატიმრისთვის და არამარტო მათთვის, გარანტირებულია, რომ დაცული იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება. ყველამ უნდა შეიგნოს ნებისმიერ ხელისუფლების დროს, რომ დაცული უნდა იყოს პატიმრის ჯანმრთელობის უფლება და ეს არავის ნებაზე არ არის დამოკიდებული.ასევე არ შეიძლება გამონაკლისები იყოს დაშვებული იმის მიხედვით, ვინ ვის მოწონს და ვის არ მოწონს. შერჩევითობა არის მიუღებელი და ნებისმიერი პატიმარი გადაყვანილი უნდა იყოს სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში მისი საჭიროებიდან გამომდინარე. მიუღებელია ჰუმანისტების მხრიდან ყიჟინი, რომ პატიმარი არ უნდა იქნეს სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი, რადგან ეს ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
მამუკა ნოზაძე, ადვოკატი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close