საზოგადოება

,,ადვოკატთა კორპუსმა ათასობით საქართველოს მოქალაქე გადავარჩინეთ წამებას”

,,მოდის 8 ნოემბერი, ჩვენი, ადვოკატთა პროფესიული დღე!"

ჩემო ძვირფასო და საყვარელო კოლეგებო! მოდის 8 ნოემბერი, ჩვენი პროფესიული დღე! ჩვენმა კორპუსმა ბრძოლით,შემართებით და თავდადებით ძალიან ბევრს მიაღწია. ქუთაისის პარლამენტის წინ, 2013 წელში ადვოკატების მიერ გამართულმა აქციამ,ქვეყანაში მოსპო სამართალდამცავ ორგანოებში და პროკურატურაში მოწმედ დაბარებული ადამიანების წამება,არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობა,რაც იყო თითქმის ყოველდღიური მოვლენა. ჩვენი შიმშილობის აქციიების შედეგად,რომლეშიც მონაწილეობა მიიღო ქუთაისში მოქმედმა ადვოკატების 90 %, ხელსუფლებას უკან დაახევინა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება,რომ მოწმე დაიკითხებოდა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. ადვოკატთა კორპუსმა, ათასობით საქართველოს მოქალაქე გადავარჩინეთ წამებას. უფალმა დალოცოს და გააძლიეროს საქართველოს ადვოკატთა კორპუსი.

ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე

euronews.ge  ულოცავს ადვოკატებს პროფესიულ დღეს და წარმატებას უსურვებს საქმიანობაში. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close