საზოგადოება

Facebook-ი მომხმარებლებს კარგავს

Facebook-ი ახალგაზრდა მომხმარებლებს კარგავს. ისინი Instagram-ისა და Snapchat-ის მომხმარებლები ხდებიან. ამის შესახებ eMarketer-ის კვლევაში წერია, რომელსაც ამერიკული მედია აქვეყნებს.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2018 წლისთვის 11 წლამდე Facebook ის მომხმარებელთა რიცხვი 9.3% -ით შემცირდება, ასევე, 12-დან 17 წლამდე ასაკის მომხმარებელთა რიცხვი შემცირდება 5.6% -ით და 5.8% -ით 18-24 წლის ასაკის მომხმარებელთა რაოდენობა.

EMarketer- ის ექსპერტებმა პლანეტის ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელზე ასეთი პესიმისტური პროგნოზი პირველად წარადგინეს.

ვარაუდობენ, რომ საუბარია დაახლოებით  24 წლამდე ასაკის 2 მილიონამდე მომხმარებელზე, რომლებიც სპეციალისტების პროგნოზით, Instagram-ზე გადაინაცვლებენ.

აღსანიშნავია, რომსოციალურ ქსელს Instagram-ს ვიდეოზარის ფუნქციაც დაემატება. ამ ფუნქციის დამატებაზე შესაბამისი სამუშაოები და პროგრამული მხარდაჭერა უკვე დაწყებულია.

Instagram-ი ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარების უფასო საშუალებაა, სოციალური ქსელის ელემენტებით.

2012 წელს ის კომპანია Facebook-მა 1 მილიარდ დოლარად შეიძინა.

imedinews.ge

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close