საზოგადოება

euronews.ge -ს კითხვები ბაღების გაერთიანებას და მერიას – იმედია, გვიპასუხებთ

ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღიდან 3 წლის ბავშვის გადმოვარდნის ფაქტზე დედაქალაქის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

“გვინდა, გამოვეხმაუროთ ფონიჭალაში მდებარე 206-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მომხდარ ფაქტს.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ძალისხმევას არ იშურებს ქალაქის მასშტაბით არსებულ ბაღებში უსაფრთხო გარემოსა და სივრცის შესაქმნელად, მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაც ყოვლად გაუმართლებელია.

ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და აღსაზრდელი ინგოროყვას კლინიკაში საჭირო სამედიცინო პროცედურებს გადის.

თბილისის მერია გმობს მომხდარს და მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, რაც შეიძლება სრაფად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. ამასთანავე, თბილისის მერი ავალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ამ კონკრეტული შემთხვევისას უშუალოდ ახორციელებდნენ ზედამხედველობას სასწავლო პროცესზე.

მოვუწოდებთ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს, თავი შეიკავონ არაეთიკური განცხადებებისგან.

აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან” – ნათქვამი განცხადებაში.

 ეს არის თბილისის მერიის რეაგირება მომხდარზე. თანამშრომლების გათავისუფლება, მათთვის უფლბამოსილების შეჩერება ადვილია, მაგრამ ამით პრობლემები რომ არ აღმოიფხვრება, ყველამ კარგად ვიცით. პრობლემების მოსაგვარებლად კი არავინ ზრუნავს და როგორც ჩანს, ამ ტრაგიკულ შემთხვევაში მერია და ბაღების გაერთიანება საკუთარ პასუხისმგებლობასაც ვერ ხედავენ, თორემ, ალბათ, ასე არ ისაუბრებდნენ. 

აი, ჩვენ კი მართლა გვინდა ვკითხოთ მათ საჯაროდ, იმედია, ასევე საჯაროდ გვიპასუხებენ:

  1. რატომ არ აქვს საბავშვო ბაღების შენობების ფანჯრებს გისოსები? ასეთ დროს, ხომ ბავშვების გადმოვარდნის პრობლემის წინაშე აღარ აღმოჩნდებით? მით უფრო, რომ სიცხეში ბაღებში ფანჯრებს ხსნიან და ისე ანიავებენ ოთახებს.
  2. რატომ ჰყავთ შეყრილი საჯარო ბაღების ერთ ოთახში 60-მდე აღსაზრდელი? ან 60 ბავშვის მოვლას 2 აღმზრდელი და 1 პედაგოგი როგორ გაწვდება?
  3. იქნებ ჩვენც ,,გაგვანათლოთ”, რა კლიტერიუმებით ხდება ბაღის პედაგოგების, აღმზრდელების შერჩევა და აქცევენ თუ არა ყურადღებას მათ ფიზიკურ მონაცემებს (ვგულისხმობთ სხეულის წონას და მოქნილობას)?
  4. რატომ არ აშენებს სახელმწიფო საბავშვო ბაღების შენობებს ისეთი ტემპით, როგორც ამას მოითხოვს არსებული მდგომარეობა? რატომ არის ყოველწლიურად ხოცვა-ჟლეტვა საბავშვო ბაღებში ბავშვების მიღებაზე?
  5. აქვს თუ არა ქვეყანას ბაღების განვითარებისა და დემოგრაფიული განვითარების პროგრამები და თუ აქვს, ამდენი პრეტენზიების ფონზე, მიგაჩნიათ თუ არა ის სრულყოფილად?

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close