კულტურა

BBC-ის ახალ სერიალში მერაბ ნინიძე მონაწილეობს (ვიდეო)

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე BBC-ის ახალ სერიალში McMafia, რომელიც ეკრანზე 2018 წელს გამოვა, ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.

სერიალის სიუჟეტი გლობალური მაფიის ისტორიაზეა. ინგლისში გაზრდილი რუსული მაფიოზური ოჯახის წევრი საკუთარი წარსულისგან გაქცევას და ახალი ბიზნესის დაწყებას ცდილობს. თუმცა წარსულისგან თავის დაღწევას ტრაგიკული შემთხვევა არ აცდის, რომელიც მას კრიმინალურ სამყაროში დაბრუნებისა და საყვარელი ადამიანების დაცვისკენ უბიძგებს.

სერიალში ოთხი მთავარი პერსონაჟია, რომელთაგანაც ერთ-ერთს სწორედ ნინიძე თამაშობს.

სერიალს ერთდროულად BBC, AMC და Cuba Pictures იღებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close