„ძალიან გულგასატეხი კრიტიკაა, რაც არ დამიმსახურებია“
მერაბ დვალიშვილმა „ჰეითერებს“ მიმართა

MMA-ს ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც სიძულვილით სავსე კრიტიკაზე საუბრობს:
.
„სპორტი ბავშვობაში დავიწყე და არასდროს შემიწყვეტია, არც მაშინ, როდესაც მშენებლობაზე ვმუშაობდი. ბილო ორი წელზე მეტია, განსაკუთრებით პოპულარული გავხდი, ქამარზე ვიბრძოლე და შესაბამისად, ჩემკენ კრიტიკა, „ჰეითი” წამოვიდა ინტერნეტში.
ჩემს ოჯახის წევრებს როდესაც ვურეკავ, ჩემს ძმებს, დედას, მამას სულ მაგაზე ვამშვიდებთ ერთმანეთს. ზოგს ჩემი ბრძოლის სტილი არ მოსწონს, ზოგს ჩემი ცხვირი, ზოგს – მეტყველება და ამის გამო მლანძღავს, ძალიან გულგასატეხი კრიტიკაა, რაც არ დამიმსახურებია.
ერთადერთი რაც ზედმეტი მომივიდა, როდესაც ვთქვი სტალინის მომხრეებს გავკარი-მეთქი, თუმცა მერე ბოდიში მოვიხადე და ბოდიშს ვიხდი ახლაც. მე ჩემს ოჯახს არავისთვის არაფერი გაგვიფუჭებია, ვცხოვრობთ პატიოსნად, სიმართლე ძლიერია. ქართველისგან ძალიან სამწუხაროა, გულგასატეხია შეურაცხმყოფელი სიტყვების მოსმენა.
ჩემი მოწინააღმდეგეების ფანებისგან კრიტიკას ვეგუები და არ ვიღებ რთულად, ქართველისგან მიჭირს და ვერ ვეგუები. ალბათ ვერასდროს შევეგუები. მიმაჩნია, რომ ჩემი წაგებით თუ მოგებით კარგ საქმეს ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის. გული მინდოდა, თქვენთვის გადამეშალა. ყველაფერი კარგად არის. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს… ჩემს მიზანს და ჩემს მისიას გავაგრძელებ და ჩემი ოჯახიც, არ დავიხოცებით მაგის გამო”.
შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ, აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე”, UFC 333-ის თანამთავარ, 5-რაუნდიან ბრძოლაში, სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მერაბ დვალიშვილი (21-6) პიოტრ იანთან (21-5) მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
Give me Sport-ის ინფორმაციით, რუსმა ამ გამარჯვებთ 920 000 აშშ დოლარი, ხოლო ქართველმა _ 550 000 აშშ დოლარი.
ამბები.ჯი




