
ვის ელოდება ფინანსური წარმატება და ვის დიდი ხნის ოცნების ახდენა – ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.
.
ვერძი
თვის პირველ ნახევარში მერკურის რეტროგრადული მოძრაობა ვერძებს კომუნიკაციისას სიფრთხილისა და დიპლომატიურობისკენ მოუწოდებს. ტაქტიანობა საქმიანი უთანხმოებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ნოემბრის დარჩენილი ორი კვირა ფინანსურად წარმატებული იქნება – შემოსავალი შესაძლოა იმ პროექტებმა მოგიტანოთ, რომლებიც მანამდე პერსპექტიულად არ გეჩვენებოდათ. მარტოხელა ვერძებს თვის ბოლოს განსაკუთრებული ადამიანის გაცნობის შანსი ექნებათ.
კურო
ნოემბრის დასაწყისში კუროებს დიდი ხნის ოცნების ახდენა ელოდებათ. ეს შესაძლოა მნიშვნელოვან შენაძენს უკავშირდებოდეს – საცხოვრებელს, ავტომობილს ან სხვა ძვირადღირებულ ნივთს. თვის შუა პერიოდიდან ჯანმრთელობაზე ზრუნვა და დატვირთვის დროებით შემცირება დაგჭირდებათ. ემოციური ძალების აღდგენასა და დაღლილობის დაძლევაში ოჯახთან ან პარტნიორთან ერთად გატარებული დრო დაგეხმარებათ.
ტყუპები
ტყუპებისთვის შემოქმედებითი პროექტების წარმატების დრო დგება. ეს თავდაჯერებას შეგმატებთ და საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის საშუალებას მოგცემთ. შექმნილი პირობები ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, თუმცა ზედმეტად ამბიციური მიზნების დასახვას უნდა მოერიდოთ. თვის შუა პერიოდიდან მარტოხელა ტყუპებისთვის ახალი ნაცნობობის პერიოდი დაიწყება – ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა საბედისწეროც აღმოჩნდეს.
კირჩხიბი
ნოემბერში კირჩხიბებს მოქნილობა და მოთმინება დასჭირდებათ. საქმიანი პროექტების განხორციელება თუ პირად ურთიერთობებში წინსვლა, ორივე მიმართულებით ლოდინი მოგიწევთ. მიუხედავად შეფერხებებისა, საბოლოოდ მიზანს მაინც მიაღწევთ. თვის მესამე კვირიდან კი მოულოდნელი, თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაა მოსალოდნელი.
ლომი
ლომებისთვის ნოემბერი არაერთგვაროვანი იქნება. მერკურისა და ვენერას რეტროგრადულმა მოძრაობამ შესაძლოა ოჯახურ ურთიერთობებში დაგროვილი პრობლემები წინა პლანზე წამოწიოს. ვითარების განმუხტვაში ურთიერთობის გაუმჯობესების გულწრფელი სურვილი დაგეხმარებათ. თვის მეორე ნახევარში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. თუ ემოციური გამოფიტვის პირველ ნიშნებს შეამჩნევთ, დასვენებაზე დაფიქრდით.
ქალწული
ნოემბერი ქალწულებს საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოჩენის შანსს მისცემს. მოსალოდნელია საინტერესო საქმიანი შეთავაზებები და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. პირად ცხოვრებაშიც მოვლენები მშვიდად და თანმიმდევრულად განვითარდება.
ასტროლოგის პროგნოზით, შეყვარებულ ქალწულებს პარტნიორული ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი პერიოდი ელოდებათ, მარტოხელებს კი რამდენიმე სასიამოვნო შეხვედრა და, სულ მცირე, ახალი მეგობრის შეძენა შეუძლიათ.
სასწორი
მარსისა და იუპიტერის შეერთება ნოემბერში სასწორებს ენერგიასა და მოქმედების სურვილს შემატებს. პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვანი გამარჯვებები გელით, ასევე შეძლებთ დიდი ხნის დაბრკოლებების სწრაფად გადალახვას. ბიზნესში ჩართული სასწორებისთვის მოსალოდნელია მნიშვნელოვანი მოგება და თანამშრომლობის გაფართოება. დანარჩენებსაც ფინანსურად ხელსაყრელი პერიოდი და სტაბილურობა ელოდებათ.
მორიელი
ნოემბერში მორიელების ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებები იჩენს თავს. გარკვეული დროით უმჯობესია რთული გეგმებისგან თავი შეიკავოთ და გარემოებების შესაბამისად მოქმედებისთვის მზად იყოთ. ამგვარი მიდგომა მიზნის უფრო სწრაფად მიღწევაში დაგეხმარებათ. თვის მეორე ნახევარში შესაძლოა დაუმთავრებელი პროექტები კვლავ აქტუალური გახდეს და მათი დასრულება მოგიწიოთ. ნოემბრის ბოლოს ენერგიის კლება და ტემპის შენელების საჭიროება იჩენს თავს.
მშვილდოსანი
შემოდგომის ბოლო თვე მშვილდოსნებს კარგ ადამიანებთან ურთიერთობის აღდგენას ჰპირდება. ეს სასიამოვნო მოვლენა შინაგან შთაგონებას მოგიტანთ. ნოემბრის შუა პერიოდში შესაძლოა საყოფაცხოვრებო საკითხებით, განსაკუთრებით საცხოვრებლის მოწყობით, დაკავდეთ. თვის ბოლოს კი მნიშვნელოვან ამბავს შეიტყობთ, რომელმაც შესაძლოა სამომავლო გეგმები შეგიცვალოთ.
თხის რქა
ნოემბერში თხის რქებს სოციალური მიზნების განხორციელების შესაძლებლობა ექნებათ. ეს თვე მდიდარი იქნება ახალი კონტაქტებით, ნაცნობობითა და თანამოაზრეებთან ერთად აქტიური საქმიანობით. თვის შუა პერიოდში ყურადღება ოჯახურ საკითხებზე გადაინაცვლებს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება, უთანხმოებებსა და კამათს თავიდან ვერ აიცილებთ. ვითარების მოგვარებაში კეთილგანწყობა და სხვების გრძნობების გათვალისწინება დაგეხმარებათ.
მერწყული
ნოემბერში მერწყულებისთვის გადამწყვეტი პროფესიული კარიერა იქნება. ხელმძღვანელობისგან წახალისებას უნდა ელოდოთ – ეს შეიძლება შექება, პრემია ან პერსპექტიული მივლინება იყოს. გამოიყენეთ შესაძლებლობები კარიერული წინსვლის მყარი საფუძვლის შესაქმნელად. თვის ბოლოს კონცენტრაციის ნაკლებობამ შესაძლოა დოკუმენტებში შეცდომები გამოიწვიოს, ამიტომ დეტალების დამატებით გადამოწმებას ნუ უგულებელყოფთ.
თევზები
ნოემბერი ოჯახური და პირადი ურთიერთობების ნიშნით ჩაივლის. მარტოხელა თევზებს შესაძლოა სიყვარული ახლობელი ადამიანების დახმარებით ეწვიოთ – ისინი თქვენს ცხოვრებაში შუამავლის როლს შეასრულებენ. წყვილში მყოფებისთვის კი მნიშვნელოვანი იქნება ნდობის გაძლიერება, გულწრფელი საუბარი და ერთმანეთის აზრის მოსმენა. ნუ შეგეშინდებათ ინიციატივის გამოჩენისა და კომპრომისების ძიების. თვის ბოლოს სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ.
ამბები.ჯი




