სხვა

„დედამ ორი დღის ბავშვი დამტოვა და წავიდა“

თამო ვაშალომიძე ბიოლოგიურ მამას ეძებს

„დედას ვერ ვპატიობ, რომ ორი დღის დამტოვა ბებია-ბაბუასთან და წავიდა“, – ამბობს მოდელი თამუნა ვაშალომიძე, რომელმაც ბევრი რამ გამოიარა, სანამ წარმატებას მიაღწევდა. ახლახან კი დედისგან ისიც გაიგო, რომ მისი ბიოლოგიური მამა რუსეთიდან არის.

.

– ახლა ველაპარაკე დედაჩემს… მითხრა, რომ მამაჩემი არ არის ქართველი… ვარ ისეთი ქვეყნიდან… მამაჩემია ისეთი ქვეყნიდან, რისი წარმოთქმაც არ ვიცი, არ მინდა. მოკლედ, მეზობელი ქვეყნიდან, რუსეთიდან… თავიდან სხვა ინფორმაცია მქონდა. ვიცოდი, რომ ქართველი იყო, ვიცოდი, რომ ნახევარძმები მყავდა და რადგანაც სოფია მეზრდება, პლუს ერთ ქალაქში ვცხოვრობთ… გადავწყვიტე, რომ უბრალოდ მენახა და გამეცნო…

დავურეკე თამუნა მუსერიძეს და ვუთხარი, რომ გამეკეთებინა ტესტი, რომელიც ეროვნების ვარ. დედაჩემი  არის პოლონელ-უკრაინელი. მე თუ არ ვარ ქართველი, რა თქმა უნდა, უნდა ამოვიდეს სისხლში… აყვანილია დედაჩემი… ამ ისტორიას იმდენად არ დავუმძიმივარ, როგორც რაღაც-რაღაცებმა დამამძიმა, გულახდილად მელაპარაკა დედაჩემი, ყველაფერში გაუგე, ყველა პირადში… მეც დამენგრა პირადი, ხო? ყველა ადამიანს საკუთარი პირადი აქვს და, რა თქმა უნდა, არავინ უნდა განვიკითხოთ, პირველ რიგში, დედაჩვენი… მაგრამ ერთადერთი, რამაც ჩემზე ძალიან ემოციურად იმოქმედა, რასაც ვერ ვაპატიებ… ურთიერთობა მაქვს, ვზრუნავ, ვიზრუნებ ყოველთვის, მან გამაჩინა, მაგრამ ეს არის ის, რასაც….

როდესაც მე გავჩნდი, ორი დღის ბავშვი რომ დამტოვე… ორი დღის ბავშვი, 19991-ში, როდესაც საერთოდ პამპერსი არ იყო, საჭმელი… წარმოიდგინეთ, ორი დღის ბავშვი… და წავიდა…  ამას ვერ გავიგებ, როგორ უნდა მიატოვო ორი დღის ბავშვი… მერე ისიც ვუთხარი, მერე რომ აღარ მოუშვეს ბებიამ და პაპამ, არ უნდა მოეშვი-თქო… ესეც ვუთხარი, იმიტომ, რომ მე არ მინდოდა ის ტანსაცმელი ექვსი თვის მერე, მე დედა მინოდა, ვინც მაჭმევდა, ვინც ჩამეხუტებოდა…

ძალიან გთხოვთ, არ განსაჯოთ, არ განიკითხოთ დედაჩემი, ცუდი კომენტარები არ დაწეროთ, იმიტომ, რომ ყველაფერს კითხულობს და არ მინდა, ემოციურად რამე ზემოქმედება იყოს მასზე…

მე ძალიან დიდი ვიყავი უკვე, რომ გავიცანი… იმიტომ მაქვს ალბათ ეს ჩაციკვლა ბავშვებზე… დედებო, რაც არ უნდა პრობლემა გქონდეთ, ჯობია, ბავშვებთან ერთად გაჭირვებაც, ყველაფერი ერთად გადალახოთ, ვიდრე ცალ-ცალკე. არ მიატოვოთ, დედებო, შვილები, არასოდეს… – ამბობს თამო ვაშალომიძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close