„ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება ყველა დაგვხოცოს“
AI-ის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის მკვლევრის სკანდალური განცხადება

ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის მკვლევარმა დაკავებული თანამდებობა დატოვა და საჯაროდ განაცხადა, რომ AI ტექნოლოგიამ „შესაძლოა ათწლეულის ბოლოსთვის ყველა დაგვხოცოს”.
ჯეიკობ კოქსონმა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში Anthropic-სა და OpenAI-ში AI-ის პირველადი სწავლების (pre-training) მიმართულებით მუშაობდა, სოციალურ ქსელ X-ში პოსტების ვირუსული სერია გამოაქვეყნა.
„არც ერთი კომპანია არ მოქმედებს პასუხისმგებლობით. ისინი პირდაპირ თვით გაუმჯობესებადი სუპერინტელექტის შექმნისკენ მიისწრაფვიან და ჩვენი სიცოცხლით რისკავენ, ნუ ეცდებით, შეაფასოთ ამ ტექნოლოგიის ძალა დღეს, ისინი მალე ზეადამიანური სისტემები გახდებიან, რომელთაც ნებისმიერი რამის „დაჰაკვა”, ნებისმიერი სფეროს ერთ ღამეში რევოლუციურად გარდაქმნა და რეალური ძალაუფლებისა თუ რესურსების ხელში ჩაგდება შეეძლებათ. ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ადამიანებს გულწრფელად სჯერათ, რომ მას ათწლეულის ბოლომდე ჩვენი განადგურება შეუძლია”, – წერს ჯეიკობი თავის განცხადებებში.
ამბები.ჯი



