ღვთისმშობლის ტაძრებთან გველები ისევ გამოჩნდნენ
ყველაზე საინტერესო კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რატომ ჩნდებიან ისინი სწორედ ამ დღეებში და რატომ აღმოჩნდებიან ხოლმე ეკლესიებთან?

ყოველ აგვისტოს, საბერძნეთის კუნძულ კეფალონიაზე, ორი პატარა სოფლის ეკლესიებთან უცნაური სანახაობა მეორდება — გველები ჩნდებიან. ადგილობრივებისთვის ეს ღვთისმშობელთან დაკავშირებული ნიშანია, მეცნიერებისთვის კი – იშვიათი და საინტერესო ბიოლოგიური ფენომენი. მაგრამ ყველაზე საინტერესო კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რატომ ჩნდებიან ისინი სწორედ ამ დღეებში და რატომ აღმოჩნდებიან ხოლმე ეკლესიებთან?
.
კეფალონია იონიის ზღვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუნძულია, თუმცა ყოველწლიურად, აგვისტოს დასაწყისში, მასზე ტურისტებსა და მომლოცველებს მხოლოდ ზღვა, მთები და სანაპიროები აღარ იზიდავს. დაახლოებით 6-დან 15 აგვისტომდე ყურადღების ცენტრში ექცევა ორი სოფელი — მარკოპულო და არგინია, სადაც ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრებთან პატარა გველები ჩნდებიან.მათ ადგილობრივები „ღვთისმშობლის გველებს“ — Fidakia tis Panagias — უწოდებენ.
2026 წელს მათი გამოჩენა კვლავ დაფიქსირდა. 7 აგვისტოს ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარკოპულოში ერთი გველი, ხოლო არგინიაში ორი გველი აღმოაჩინეს. მათი გამოჩენის შემდეგ არგინიაში ეკლესიის ზარებიც დარეკეს. რამდენიმე დღეში მარკოპულოს ტაძარში უამრავი მომლოცველი შეიკრიბა, ხოლო 14 აგვისტოს იქ დიდი სადღესასწაულო მსახურება ჩატარდა.
საერთაშორისო მედიის ცნობით, 2026 წლის პირველ დღეებში სულ სამი გველი იყო დაფიქსირებული — ერთი მარკოპულოში და ორი არგინიაში. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად რელიგიური მნიშვნელობისა, საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ეს მოვლენა ოფიციალურად სასწაულად არ გამოუცხადებია.
მთავარი ადგილი არის პანაგია ლაგუვარდა, იგივე პანაგია ფიდუსა, მარკოპულოში. სწორედ აქ მდებარე ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს უკავშირდება გველების ყველაზე ცნობილი ტრადიცია. მეორე ადგილია არგინია, სადაც ასევე არსებობს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.
მკვლევართა და ადგილობრივ მედიაში აღწერილი ტრადიციის მიხედვით, გველები ყოველწლიურად ჩნდებიან დაახლოებით 6 აგვისტოდან — როცა იქ უფლის ფერისცვალების დღესასწაული აღინიშნება…
ადგილობრივი მორწმუნეებისთვის ეს მოვლენა უდავოდ სასწაულებრივი მნიშვნელობის მატარებელია. სწორედ ამიტომ ტაძარს უამრავი ადამიანი სტუმრობს და გველების გამოჩენა ღვთისმშობლის კურთხევად აღიქმება.
მშობლები.ჯი




