
გადაცემა „კულინარიულ დუელში” სტუმრობისას მსახიობმა მაკა ასათიანმა პირადზეც ისაუბრა. მისი თქმით, მის შვილს, თინათინს, დედის სპექტაკლები უყვარს, მაგრამ ნაკლებად მოსწონს, როცა ის ლექსებს კითხულობს. თინათინი მსახიობს პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
.
– 20 წლის ხდება წელს თინა. ჩემი პირველი მეუღლე ჩემი კოლეგაა, დუმბაძის თეატრის მსახიობია. დღეს ორივე მეუღლესთან და მათ ოჯახებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს… დედამთილებს დედას არ ვეძახდი, რადგან თითქმის ჩემხელები იყვნენ, – ამბობს მსახიობი გადაცემაში.




