სხვა

რას წერდა გარდაცვალებამდე ლანა ლატარია

„ორი დღე სი­ცხე ჰქო­ნია, ეტყო­ბა, მო­შორ­და ნა­ყო­ფი, ცუ­დად გამ­ხდა­რა“

"სახლში გამხდარა ცუდად... ორსულად იყო, ორი დღე სიცხე ჰქონია... კლინიკაში ოპერაცია გაუკეთდა და სეფსისი განვითარდაო" - რას ჰყვებიან ლანა ლატარიას ახლობლები

 

„ლანა მე­სა­მე შვილ­ზე იყო ფეხ­მძი­მედ, ჩემი მე­გო­ბა­რი იყო. სა­ვა­რა­უ­დოდ მას ნა­ყო­ფი მო­შორ­და, სა­ღა­მოს გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში, რად­გან სახ­ლში გახ­და ცუ­დად. ამ­ბო­ბენ, რომ სეფ­სი­სი გან­ვი­თარ­და. ალ­ბათ დაგ­ვი­ან­და და მო­ე­წამ­ლა ორ­გა­ნიზ­მი, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ლანა აღარ გვყავს. ვინც მას იც­ნობ­და, ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი გოგო იყო. სი­ტყვე­ბი არ მაქვს, მი­ჭირს მას­ზე სა­უ­ბა­რი” – ამ­ბობს მე­გო­ბა­რი ამბები.ჯი-ისთან.

„სხვა­დას­ხვა ვერ­სია გავ­რცელ­და გუ­შინ, როცა ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი გა­ვი­გეთ. მერე ასე მი­თხრეს, რომ ლანა ორ­სუ­ლად იყო, ორი დღე სი­ცხე ჰქო­ნია, ეტყო­ბა, მო­შორ­და ნა­ყო­ფი, ცუ­დად გამ­ხდა­რა, რომ გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში, ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თე­ბი­ათ, გან­ვი­თარ­და სეფ­სი­სი და ამით გარ­და­იც­ვა­ლაო, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ ამ­ბავს. წლე­ბია ლა­ნას ვიც­ნობ, სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი იყო. ზუგ­დიდ­ში მას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იც­ნობ­და, გა­მორ­ჩე­უ­ლი გო­გო­ნა იყო, გლო­ვაა მის მშობ­ლი­ურ კუ­თხე­ში, სა­დაც გა­ი­ზარ­და ლანა. ქო­ბუ­ლეთ­ში იყო გა­თხო­ვი­ლი, ჰქონ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი. დე­და­მი­სი სა­მუ­შა­ოდ სა­ზღვარ­გა­რეთ იყო წა­სუ­ლი და წუ­ხელ ჩა­მოფ­რინ­და. ვუ­სამ­ძიმ­რებ მის მშობ­ლებს, ძმას, ლე­ვანს, მის მე­უღ­ლეს და ახ­ლობ­ლებს ამ დიდ ტრა­გე­დი­ას“, – ყვება ახლობელი ამბები.ჯი-სთან.

„12 წელი ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა იყო…და დღე­საც, თი­თო­ე­უ­ლი სიმი, გას­მა და მოძ­რა­ო­ბა პირ­და­პირ სუ­ლამ­დე აღ­წევს.ეს ის გრძნო­ბაა, რო­მელ­საც დრო ვე­რა­სო­დეს მა­ვი­წყებს. და მჯე­რა, ჩემი გო­გო­ე­ბიც ერთ დღეს დიდ სცე­ნა­ზე, ფი­ლარ­მო­ნი­ის შუ­ქებ­ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ დე­დი­კოს გზას” – წერ­და ცოტა ხნის წინ ლანა ლატარია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close