„ჩემი ერთადერთი იმედი აღარ მყავს!“
დააკავეს მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა

გორში ავარიის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა.
.
დაღუპული ქალი ანი ბერიანიძეა, რომელიც მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთდ დაიღუპა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ისინი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდნენ, როდესაც სწრაფად მოძრავი მანქანა დაეჯახათ.
ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. მძიმედ დაშავებული ბავშვი თბილისში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„დავიღუპე, ხალხო, ჩემი ანა აღარა მყავს, ჩემი გაზრდილი, ჩემი ერთადერთი იმედი აღარა მყავს! რატომ, ხალხო? რატომ დადიხართ მთვრალები? გაგეჩერებინა პატრულისთვის. დედა-შვილი რომ მიაჭყლიტე და პოლიციას შეაფარე თავი, შეგარჩენ ამ სიმწარეს?!
ჩემი ანგელოზი. მართა… კამერებში ჩანს დედას რომ მოეხვია სიმწრით. შე არარაობა, გადმოხტი და გაიქეცი რატომ არ მოიკალი თავი, ანგელოზი ბავშვი რომ გაჭყლიტე!
ჩემო ლამაზო და ნიჭიერო, ბავშვობიდან ლექსებს წერდა! მღეროდა, 5 ენაზე ლაპარაკობდა. უკეთესი ცხოვრება უნდა გქონოდა, ჩემო ობოლო!
ახლა ვზივარ და ორ ჩასასვენებელს დავტირი. შენ მაინც როგორ მიმატოვე, ანა! ჩემო ლამაზო… რატომ უნდა დაგიტიროთ მე? მე რატომ არავინ მიცოდებთ”, – წერს გარდაცვლილი დედა-შვილის ახლობელი.
შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
დაკავებულია ავარიაში მონაწილე მძღოლი. გავრცელებული ინფორმაციით, ის ავტომობილს ნასვამი მართავდა.




