
ცოტა ხნის წინ მეტროსადგურ „სამგორთან“ სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული.
.
თვითმხილველის თქმით, მეტრო „სამგორში“ გოგონა მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.
„ახალგაზრდა გოგოა გარდაცვლილი, მოულოდნელად გახდა ცუდად, სამწუხაროდ, სასწრაფომ ვეღარ შეძლო მისი გადარჩენა…“, – გვითხრა თვითმხილველმა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.
პრაიმტაიმი




