სხვა

„გიორგი კლდესავით მედგა გვერდით“

რას ყვება ნინო ჩხეიძე მეუღლეზე

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ ცოტა ხნის წინ „მადისამღვძრელ პოდკასტში“ ოჯახურ ურთიერთობებზე, ქმარზე ისაუბრა.

.

-თავდაჯერებული ვიყავი, რადგან გიორგის ათასი პროცენტით სჯეროდა ჩემი, სულ მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და კლდესავით მედგა გვერდით. მხოლოდ ფინანსები არ იყო მნიშვნელოვანი, აქ მნიშვნელოვანი იყო მისი გვერდში დგომა და მხარდაჭერა, რასაც ის მიკეთებდა, მაძლევდა რჩევებს და ვფიქრობდით, რა გამეკეთებინა. ეს დღემდე ასე გრძელდება.

სუნამო, რომელიც გამოვუშვი, გიორგი ამაშიც ჩართულია, არა მარტო ქმარი, არამედ მეგობარიც შეიძლება იყოს, როდესაც შენი სჯერა. როდესაც მსგავსი ადამიანები გყავს, ვერაფერი გაგტეხს, რადგან შენში ხედავენ იმ პოტენციალს, რასაც შეიძლება შენ ვერ ხედავდე. ბევრჯერ მქონია მომენტი, რომ რაღაცას ვერ შევძლებ, მაგრამ ის სულ მოტივაციას მაძლევდა.

გიორგი ათ წელზე მეტია, არ ცხოვრობს საქართველოში, ის ყველანაირად გვერდში მიდგას, მორალურად და მეგობრულადაც. ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი, რადგან მე საქართველოში ვარ, ის – საზღვარგარეთ. მარიკო საქართველოშია და წელს ასრულებს მაგისტრატურას, – ამბობს ნინო.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close