ახალგაზრდა მხატვარი გარდაიცვალა
„მე არ მინახავს მსგავსი სულიერი, ფიზიკური და შემოქმედებითი სილამაზით სავსე ადამიანი“

ახალგაზრდა ქართველი ხელოვანი, ფიქრია (ტოტოშკა) მუსერიძე 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. მხატვარს მეგობრები და გულშემატკივრები ემშვიდობებიან.
.
„ბავშვობიდან მოყოლებული ჩემთვის როგორც ხორციელი, ისე სულიერი სილამაზის საზომია ტოტოშკა. ყველაზე ლამაზი, კეთილი, მზრუნველი და მებრძოლი. ჯერ კიდევ საკმაოდ პატარა ასაკში მითხრა, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება ბრძოლაა. სწორედ ამ ცხოვრებას გამოუცხადა, რომ არასდროს დანებდებოდა და არ მიიღებდა იმ რეალობას, რისი შეცვლაც შეეძლო”, „ალბათ, ნახევარი საუკუნეც რომ იცოცხლო, ამდენ სიყვარულს, სიკეთესა და სილამაზეს ვერ დატოვებ ამქვეყნიურ ცხოვრებაში, რაც ჩვენმა ტოტოშკამ დაგვიტოვა. მსგავსი – სულიერი, ფიზიკური და შემოქმედებითი სილამაზით სავსე ადამიანი – მე არ მინახავს. ბრწყინვალე შვიდეულის კვირას უფალს მიეახლა და ჩვენს მფარველ ანგელოზად გარდაისახა”, – წერენ მისი მეგობრები.




