სხვა

ისპანახის ბლინი ნუტრიციოლოგისგან

„ეს არის ომეგა-3-ისა და ჯანსაღი ცხიმების „ბომბი“, რომელიც შენს კანსა და ჰორმონალურ სისტემას „დაანაყრებს”

„რატომ უნდა სცადო ისპანახის ბლინი: ენერგია + მინიმუმ 4 საათი დანაყრება“ –  ნუტრიციოლოგი, ენდოკრინოლოგი ნატა გაგუა ჯანსაღი ბლინების რეცეპტს უზიარებს გამომწერებს:

.

ინგრედიენტები:
  • 100გ ისპანახი – მიკრობიომის მეგობარი.
  • 100გ ბერძნული იოგურტი – აძლევს კრემოვან სტრუქტურას და პროტეინს.
  • 40გ დაფქული შვრია – „ნელი“ ენერგია.
  • 2 კვერცხი – ქოლინი ტვინისთვის და ცილა კუნთებისთვის.
მომზადების წესი:

ბლენდერში ჯერ ისპანახი და იოგურტი გააერთიანე – მიიღე ზურმუხტისფერი მასა. დაამატე დანარჩენი ინგრედიენტები. დააცადე 10 წუთი! ეს დრო სჭირდება შვრიას, რომ ბლინი ჰაეროვანი გახდეს და ტაფაზე არ დაიშალოს.

შიგთავსი:
რიკოტა, წითელი თევზი და ავოკადო. ეს არის ომეგა-3-ისა და ჯანსაღი ცხიმების „ბომბი“, რომელიც შენს კანსა და ჰორმონალურ სისტემას “დაანაყრებს”.
რჩევა: სოდასა და ლიმონის წვენს პირდაპირ ცომში ნუ ჩააყრი. ლიმონი სოდას ბლენდერშივე უნდა შეხვდეს ან ცალკე კოვზზე „გააქტიურდეს“, რომ ბლინი კარგად „ამოვიდეს”.
მშობლები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close