სამართალი და კრიმინალი

ქმარმა ცოლი მოკლა

„ავეჯის მაღაზიაში ჯერ კარადების ფერზე დაუწყიათ ჩხუბი...“ - რა მოხდა გარდაბანში

გარდაბანში ქმარმა ცოლი მოკლა. ამბები.ჯი-ის ინფორმაციით, მკვლელობა გარდაბანში მდებარე ერთ-ერთი  ავეჯის მაღაზიაში მოხდა.

.

როგორც გამოცემას წყარო უყვება, ცოლ-ქმარი მაღაზიაში ავეჯის საყიდლად შევიდა, ისინი ვერ შეთანხმდნენ და კონფლიქტი წამოიწყეს.

„ჯერ კარადების ფერზე დაუწყიათ ჩხუბი, მერე ამ გოგოს უთქვამს, მაინც უნდა გაგშორდე და სახლი როგორც მინდა, ისე უნდა მოვაწყოო”, – ამბობს წყარო. მისივე ცნობით, მამაკაცმა ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო და ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

მოკლული 25 წლის ახალგაზრდა ქალი, მარიამ გახოკიძეა. მისი ახლობელი ამბები.ჯი-ის უყვება:

„უბან­ში რომ ერ­თმა­ნეთს ვხვდე­ბო­დით, მხო­ლოდ მო­ვი­კი­თხავ­დით და ვე­სალ­მე­ბო­დით. პი­რად თე­მებ­ზე არ ვსა­უბ­რობ­დით, მაგ­რამ უბ­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ხში­რად უძა­ლა­დია კი­დეც. რა­ღა­ცებს რომ უკ­რძა­ლავ­და, ეს ვი­ცო­დი. ამ კაცს ცოლი ჰყავ­და და სხვებს დას­დევ­და, უყუ­რებ­და ყვე­ლა ლა­მაზ გო­გოს. მა­რი­ა­მის ქმრო­ბამ­დეც ასე­თი იყო და მერე რა შეც­ვლი­და”.

გა­მო­ძი­ე­ბა 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის კ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ოჯა­ხის წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ა­ში თა­ვად გა­მო­ცხად­და და აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მის­ცა.

ამბები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close