სამართალი და კრიმინალი

,,ლუკას შემთხვევა არაა პირველი …_ რა ხდება ამ ტიპის საქმეებზე”

ირმა ჭკადუა, ადვოკატი:

_ როცა პოლიციას არ გააჩნია მტკიცებულებები და არ არსებობს ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები , მიმართავენ მეთოდს ამოაცნობინონ თავად პოლიციელებს ან უბნის ინსპექტორებს ან თითქოსდა ოპერატიულად მიეღებულ ინფორმაციას ეყრდნობიან, რომ თითქოს ესა თუ ის დანაშაული ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა…რის საფუძველზეც აკავებენ ბრალდებულის სახით …და რა ხდება ამ ტიპის საქმეებზეე…ვგულისხმობ სასამართლო კონტროლს…ხშირ შემთხვეებში ასეთი ტიპის მტკიცებულებბს სასამართლო დასაშვებადმტკიცებულებად ცნობს და არ განიცდის დისკომფორტს..

ცხადია, არ ვიქნები მართალი ერთეული გამონაკლისები არ აღვნიშნო მოსამართლეების სახით, რომელთათვისაც ასეთი ტიპის მტკიცებულება არ წარმოადგენს სარწმუნო მტკიცებულებებს. პრობლემაა კანონმდებლობაში და მის დასახვეწად კანონმდებლები არაფერს აკეთებენ. ლუკას შემთხვევა არაა პირველი შემთხვევა, როცა ამ მეთოდით შეიქმნა მტკიცებულებები…სად არიან ამ დროს პროკურორები…რატომ გლობალურად არ ვსვამთ ამ საკითხს…

 და ბოლოს, ლუკას შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სკოლას, სადაც დაიწყო პრობლემა ,სადაც დაიწყეს ბავშვის გაწირვა. არავინ იკითხა, რა პროტესტი ქონდა ბავშვს და არავინ გაუწოდა დახმარების ხელი. განათლბის სისტემა არ არის მორგებული ბავშვზე, პოლიციის სისტემა ადამიანზე და არ არსებობს გეგმა, რაც ამ პრობლემებს აღმოფხვრის. სკოლა, რომელიც მშობელ გარდაცვლილ ბავშვს გარიცხავს, გარიყავს შემდეგ სამართლდმცავი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად სკოლელებს და კლასელებს დაუპირისპირებს, ჯალათი ხარ ჩვეულებრივი…….და ბოლოს, ერთი კითხვა მაწუხებს, სკოლამ არ მიიყვანა ბავშვი თვითმკვლელობამდეეე??????

Related Articles

Back to top button
Close