სამართალი და კრიმინალი

ტრაგედია თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე

„ზუსტად ჩემს კორპუსთან მოხდა. დავიხოცეთ, ვინც შევესწარით ამ ტრაგედიას“

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა. 45 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 10 წლამდე ბავშვიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

.

„საშინელი ტრაგედია მოხდა, თვალებიდან და ტვინიდან არ ამომდის, რაც ვნახე!“, „ზუსტად ჩემს კორპუსთან მოხდა. დავიხოცეთ, ვინც შევესწარით ამ ტრაგედიას…“, „ბავშვი კონტაქტური გადაიყვანეს, იმედია, კარგად იქნება…“ – წერენ სოციალურ ქსელში.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close