პოლიტიკა
,,ჩვენი მიზანია, არ დაგვრჩეს არც ერთი სოფელი ყურადღების მიღმა”
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფლად მცხოვრებ ყველა ოჯახს ჰქონდეს ისეთი სიკეთეები, როგორიცაა კარგი გზა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი, საუკეთესო სკოლა, სპორტული ინფრასტრუქტურა..."

სიღნაღის მერობის კანდიდატი პარტია ქართული ოცნებიდან, სიღნაღის ყოფილი მერი, მალხაზ ბეგიაშვილია. ბატონი მალხაზი სიღნაღის მუნიციპალიტეტში აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ეწევა, სოფელ-სოფელ დადის და მოსახლეობას პირადად ხვდება.
,,სოფელ ბოდბისხევის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოჩა ხოსიტაშვილთან ერთად შევხვდი.
ბევრი ვისაუბრეთ განვლილ წლებში შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. კიდევ უფრო მეტი დრო დავუთმეთ იმ საჭიროებების განხილვას, რაც ჯერ კიდევ აქვს სოფელს.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფლად მცხოვრებ ყველა ოჯახს ჰქონდეს ისეთი სიკეთეები, როგორიცაა კარგი გზა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი, საუკეთესო სკოლა, სპორტული ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ.
ჩვენი მიზანია, ამისათვის თანმიმდევრული და გონივრული ნაბიჯები გადავდგათ და არ დაგვრჩეს არც ერთი სოფელი ყურადღების მიღმა.