„გამოწვევების დიდი ნაწილი დაძლეულია“
„სწორი გზით მივდივართ, მოსახლეობის კეთილგანწყობა ამის ყველაზე კარგი დასტურია“ - მალხაზ ბეგიაშვილი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, მალხაზ ბეგიაშვილი სოფელ ზემო მაღაროს, ბოდბისა და ქვემო ბოდბის მოსახლეობას შეხვდა და მათ მომავალ გეგმებზე ესაუბრა.
.
_ სოფელ ზემო მაღაროს, ბოდბისა და ქვემო ბოდბის მოსახლეობას შევხვდი. შეხვედრას ჩემთან ერთად ჩვენი პარტიული სიის პირველი ნომერი, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ჯანიკაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გელა ლეკიაშვილი ესწრებოდნენ. ასეთი შეხვედრები კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ სწორი გზით მივდივართ.
მოსახლეობის მხრიდან წამოსული კეთილგანწყობა ამის ყველაზე კარგი დასტურია.
ჩვენს სოფლებში არსებული გამოწვევების დიდი ნაწილი წარმატებით არის დაძლეული, ნაწილი კვლავ გამოწვევად რჩება, რასაც მშვიდობისა და სტაბილურობის პირობებში ადვილად მოვაგვარებთ.
მინდა, მადლობა ვუთხრა მოსახლეობას აქტიური ჩართულობისთვის, პრობლემებზე ღიად საუბრისა და გულწრფელი ემოციებისთვის, _ განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა.