საზოგადოებასიღნაღის ამბები
29 მარტს, რადიო პირველი არხის ეთერში, სიღნაღის სამუსიკო (სახელოვნებო) სკოლების ტრადიციული მუსიკის განყოფილების გაერთიანებული გუნდის დებიუტი შედგა

29 მარტს, რადიო პირველი არხის ეთერში, სიღნაღის სამუსიკო (სახელოვნებო) სკოლების ტრადიციული მუსიკის განყოფილების გაერთიანებული გუნდის დებიუტი შედგა. გადაცემაში „ჩაკრულო დავით ცინცაძესთან ერთად” პედაგოგ ნიკა შანშაშვილის ხელმძღვანელობით, პატარა მომღერლებმა ხალხური სიმღერები შეასრულეს. მათი პირველი გასვლითი ღონისძიება წარმატებით დასრულდა. გადაცემაში ბავშვებთან ერთად, სამუსიკო (სახელოვნებო) სკოლების გაერთიანების დირექტორი ლალი ფოლადაშვილი, სპეციალისტი მუსიკალური აღზრდის საკითხებში მაია ყოჩიაშვილი იმყოფებოდნენ და ტრადიციული მუსიკის განყოფილების შექმნის, განყოფილების ფუნქციონირების და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.