საზოგადოება
“გუშინ ჩემთვის მოგიწერია, მაპატიე ბექა, რომ ვერ გიპასუხე”

სალონიკის ეკლესიის მსახური, ბერ მონაზონი, მამა ირინეოს შენგელია, ბათუმში სასტუმრო “ლეოგრანდში” მომხდარი ტრაგედიის დროს ერთ-ერთ გარდაცვლილზე, მორჩილ, ბექა შატაკიშვილზე, სოციალურ ქსელში ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს:
“გუშინ ჩემთვის მოგიწერია, მაპატიე ბექა რომ ვერ გიპასუხე, ვერ დაგემშვიდობე, ვერ გაგატანე უკანასკნელი სიტყვა მასთან ვისთანაც გადაინაცვლე ! რამდენი გვისაუბრია შენ სურვილებზე, ბერობაზე, მაგრამ არ იდარდო ჩემო ექვთიმე(სახელი მორჩილების დროს მონასტერში ცხოვრებისას) ! ზოგს გვინდა ანგელოზებრივი ცხოვრება, ზოგნი კი პირდაპირ ხდებით ანგელოზები!
უფალმა ყველა დაღუპულის სული მართალთა თან დააწესოს!” – წერს მამა ირინეოსი.




![Photo of “გვაქვს სამწუხარო ინფორმაცია, 4 წლის ალექსანდრე ჯიხაძეს უსახსრობის გამო ოპერაცია ვერ გაუკეთდება” [ვიდეო]](https://euronews.ge/wp-content/uploads/2017/11/23634850_1662277607136435_1535904507_n-e1510655632872.jpg)