საზოგადოება

,,9 კაცი დამეღუპა, მათ შორის, ჩემი დის შვილი, სიძე, მისი ძმიშვილი და ჩემი ბიძაშვილიშვილი”

,,1993 წლის 2 ოქტომბერი, პირველი შემოტევა კოდორის ხეობაზე სოხუმის დაცემის შემდეგ. ორი ჩემი ახლობელი დაეცა ბრძოლაში, ემზარ კვანჭიანი და ვასო გვიჩიანი, დამეჭრა ოთხი. მოწინააღმდეგემ მიიღო საპასუხო ცეცხლი და დიდი დანაკლისით უკან დაიხია სოფელ ჩინთან.
2001 წლის 3 ოქტომბერს კი იმავე ადგილას სოფელ ჩინთან გვქონდა გააფთრებული ბრძოლები და პარალელურად სოფელ საკენთან დასახმარებლად წამოსული 9 კაცი დამეღუპა, მათ შორის ჩემი დის შვილი, გოჩა-ლემინი ჩხეტიანი, სიძე ხუტა ჩხეტიანი და მისი ძმისშვილი, სლავა ჩხეტიანი; ასევე ჩემი ბიძაშვილიშვილი, ლევანი კვიციანი, რომლის მამა ოჩამჩირის რაიონში წამებით მოკლეს. არცერთ მათგანს ნაომრად არ ეთვლება, რადგან კანონი აფხაზეთში ომის დამთავრებას 1994 წლის მასს აფიქსირებს. ღმერთმა გაანათლოს ჩვენი არ აღიარებული გმირები!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close