მსოფლიო

წლინახევრის გოგონა სარეცხ მანქანაში ჩავარდა და დაიხრჩო

წლინახევრის გოგონა ნახევრადავტომატურ სარეცხის მანქანაში ჩავარდა და დაიხრჩო.

შემთხვევა ყაზახეთში 28 ნოემბერს მოხდა.

ბავშვი, რომელიც ცოტა ხნით უფროსების ყურადღების გარეშე დარჩა, სკამზე ავიდა და წყლით სავსე სარეცხ მანქანაში ჩავარდა. მან უკან ამოსვლა ვეღარ შეძლო და დაიხრჩო.

პოლიცია ფაქტს უბედურ შემთხვევად აფასებს. ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.

21 ნოემბერს ასევე სარეცხი მანქანის გამო 5 წლის გოგონა გარდაიცვალა მაგადანში. ის სარეცხ მანაქნაში შეძვრა, დაკეტა და გაიგუდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close