საინტერესო

„64 წლის გავთხოვდი…“

„კო­მენ­ტა­რებ­ში მიწერდნენ, რა ბე­ბე­რია, ფეხ­ზე კუბო აქვს გა­მობ­მუ­ლი, ამ ასაკ­ში გა­თხო­ვე­ბა რა ჯან­და­ბად უნ­დო­დაო“ - ვინ არის ქალი, რომელმაც სოციალური ქსელები აალაპარაკა

„ესაა ბებიაჩემი, რომელიც დაქორწინდა 64 წლის ასაკში და გადაიხადა თეთრკაბიანი ქორწილი. 66 წლის ასაკში აიღო მართვის მოწმობა. დადის ფიტნესდარბაზში და კარგ ამინდებში დარბის პარკში, დადის აუზზე, ჰყავს გერმანული, მაღალი კლასის ველოსიპედი, იკვებება ჯანსაღად… და დარდობს იმაზე, თმებს, წარბებს თუ ბოტოქსს რომელ სალონში უკეთ აკეთებენ. ამბობს, ადამიანი მაშინ ბერდება, როცა აღარ მოძრაობსო და არ მოძრაობენ მარტო მკვდრები”, – ეს პოსტი სოციალურ ქსელში ფსიქოლოგმა გიორგი ჩოგოვაძემ ბაბუას დის – ლია ჩაკვეტაძის შესახებ გამოაქვეყნა, რომელსაც ათიათასობით მოწონება და კომენტარები მოჰყვა.

.

ქალბატონ ლია ჩაკვეტაძეს სასაუბროდ ამბები.ჯი დაუკავშირდა.

ლია ჩაკვეტაძე: დიახ, პოსტში რაც წერია, ყველაფერი სიმართლეა. გულწრფელად გითხრათ, არ ველოდი ამდენ გამოხმაურებას.

– გაგვაცანით თქვენი განსხვავებული ცხოვრების წესი, ყოველდღიურობა…

– ყოველთვის ძალიან აქტიური ვიყავი. სკოლაში ფიზკულტურის პედაგოგს ყველა სფეროში მივყავდი შეჯიბრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი არ ვარ, ფრენბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის შეჯიბრებებში მაღებინებდა მონაწილეობას…

პირველად ფიტნესზე რომ მივედი, უკვე 50 წლის ასაკის ვიყავი. პედაგოგს ძალიან გაუკვირდა და მკითხა, შენ ადრე სპორტსმენი ხომ არ იყავიო. კიდევ უფრო გაკვირვებული დარჩა, როცა ვუთხარი, რომ სპორტსმენი არ ვყოფილვარ. ფიტნესზე კვირაში ერთხელ ძლიერი ვარჯიშები ტარდებოდა, ოფლში ვიწურებოდით, 18-19 წლის გოგოებს უჭირდათ, იატაკზე წვებოდნენ, პედაგოგი ეუბნებოდათ, ორჯერ და მეტჯერ თქვენზე უფროსია ეს ქალბატონი, როგორ არ გრცხვენიათ, მას მიბაძეთო.

– როდის დაოჯახდით?

– 64 წლის ასაკში გავთხოვდი, მანამდე ბევრი იყო ხელის თხოვნა, მაგრამ არც ერთი არ იყო ჩემი ბედი. ამ ასაკში კი ისეთი მეორე ნახევარი შემხვდა, რომ მითხრან, შენს ცხოვრებაში რამეს თუ შეცვლიდიო, არავითარ შემთხვევაში! ზუსტად ასეთს ვისურვებდი, ოღონდაც ვისურვებდი, დიდხანს ეცოცხლა.

– სახ­ლშიც ყვე­ლა სა­მუ­შა­ოს თა­ვად ას­რუ­ლებთ თუ დამ­ხმა­რე გყავთ?

– არა, მარ­ტო ვცხოვ­რობ და ყვე­ლა­ფერს თა­ვად ვაგ­ვა­რებ. სამ­წუ­ხა­როდ მე­უღ­ლე – ნიკო ჯიმ­შე­ლე­იშ­ვი­ლი გარ­და­მეც­ვა­ლა, შვი­ლი არ მყავს…

სას­წრა­ფომ და­აგ­ვი­ა­ნა, წნე­ვის დამ­წე­ვის გა­რე­შე გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში და ტვინ­ში სის­ხლის ჩაქ­ცე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი, სი­ცო­ცხლით სავ­სე, იმ­დე­ნად ახალ­გაზ­რდუ­ლი იყო, ყვე­ლას გა­ო­ცე­ბას იწ­ვევ­და. ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბი არ იყ­ვნენ იმ­დე­ნად ენ­თუ­ზი­აზ­მით სავ­სე და მხი­ა­რუ­ლე­ბი, რო­გორც ჩემი მე­უღ­ლე. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მერე ათი წელი ისე­თი დეპ­რე­სია მქონ­და, ან­ტი­დეპ­რე­სან­ტებს ვსვამ­დი. ხალ­ხი ვერ მა­ტყობ­და, მხო­ლოდ მე ვი­ცო­დი, რა სა­შინ­ლად ვი­ყა­ვი. ან­ტი­დეპ­რე­სან­ტებს ახ­ლაც ვსვამ, ოდ­ნავ თით­ქოს გა­მოვ­დი­ვარ. რთუ­ლია, როცა ასეთ მზრუნ­ველს, ნამ­დვილ მე­გო­ბარს კარ­გავ.

მახ­სოვს სა­ვარ­ჯი­შოდ პარკში, აუზ­ზეც რომ დავ­დი­ო­დი, ვუ­თხა­რი, თურ­მე ვე­ლო­სი­პე­დიც ძა­ლი­ან კარ­გი ყო­ფი­ლა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის-მეთ­ქი. სამი დღის მერე დი­ლით და­მი­ძა­ხა, გა­მო­დი, ვე­ლო­სი­პე­დი მო­გიყ­ვა­ნეო. სახ­ლის წინ ძა­ლი­ან კარ­გი, გერ­მა­ნუ­ლი ვე­ლო­სი­პე­დი ეყე­ნა, იმ დროს ვე­ლო­სი­პე­დის ტა­რე­ბაც კი არ ვი­ცო­დი. და­მამ­შვი­და, ტა­რე­ბას ის­წავ­ლიო, პარკში დავ­ყავ­დი და ასე მას­წავ­ლა ტა­რე­ბა. ჩემი მე­უღ­ლე რომ გარ­და­იც­ვა­ლა, წყალ­ტუ­ბო­ში დავ­კრძა­ლეთ. არაფ­რით შე­მეძ­ლო, კვი­რა­ში ერთხელ მა­ინც საფ­ლავ­ზე არ გავ­სუ­ლი­ყა­ვი, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ყო­ველ­თვის სხვას ვერ ვთხოვ­დი წაყ­ვა­ნას და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე, მან­ქა­ნის მარ­თვა მეს­წავ­ლა. ავ­ტოს­კო­ლა­ში ვი­ა­რე, ჩა­ვა­ბა­რე გა­მოც­და, მარ­თვის მოწ­მო­ბა ავი­ღე და დღეს შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვა­ტა­რებ. რვა წე­ლია მან­ქა­ნას ვა­ტა­რებ და ერთი ჯა­რი­მაც კი არ მომ­სვლია.

– ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეთ?

– დიახ, ჩვენს სახ­ლში დიდი მი­სა­ღე­ბია და იქ იყო სუფ­რა გაშ­ლი­ლი, ჯვა­რიც და­ვი­წე­რეთ. თეთ­რი კაბა მეც­ვა, მაგ­რამ დიდი ფო­ფი­ა­ლა კაბა კია არა, სო­ლი­დუ­რი, რო­მელ­საც ისე­დაც ვიც­ვამ­დი გა­მო­სას­ვლელ დღე­ებ­ში. მე­უღ­ლე ქვრი­ვი იყო, მე გა­უ­თხო­ვა­რი. ერ­თად ექ­ვსი წელი ვი­ყა­ვით, შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად, უცა­ბე­დი სიკ­ვდი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა. ქა­ლაქ­ში გა­და­ვად­გილ­დე­ბო­დით, უცებ მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა, რა­ღაც ხელი, ფეხი და­მე­ჭი­მაო…

– რა პრო­ფე­სი­ის ბრძან­დე­ბით?

– ბუ­ღალ­ტე­რი ვარ, მაგ­რამ დღეს ჩემი პრო­ფე­სი­ის მი­ხედ­ვით არ ვმუ­შა­ობ… სა­ნამ გავ­თხოვ­დე­ბო­დი ჩემი სახ­ლის წინ პა­ტა­რა მა­ღა­ზია მქონ­და, გა­თხო­ვე­ბის შემ­დე­გაც ცოტა ხანს ვა­მუ­შა­ვე. მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჩემს სახ­ლს შე­ვე­ლიე, მაგ­რამ მე­უღ­ლი­სას ვერა, რად­გან მსურ­და მისი სახ­ლი სულ მოვ­ლი­ლი ყო­ფი­ლი­ყო. დღეს პირ­ველ სარ­თულ­ზე მდგმუ­რე­ბი მყავს, მათი გა­დახ­დი­ლი ქირა და პენ­სია გახ­ლავთ ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი.

– რა თქვე­ნე­უ­ლი სა­ი­დუმ­ლო გაქვთ თა­ვის მოვ­ლის?

– არა­ნა­ი­რი, ყვე­ლა­ფე­რი გე­ნე­ტი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ფო­ტო­ებ­ში უფრო ასა­კო­ვა­ნი ვჩან­ვარ, ვიდ­რე ისე ვარ. ცო­ტამ, მაგ­რამ მა­ინც და­მი­წე­რა კო­მენ­ტა­რებ­ში, უი რა ბე­ბე­რია, ფეხ­ზე კუბო აქვს გა­მობ­მუ­ლიო და ასე შემ­დეგ.. ბევ­რი ქალი მი­წერ­და, ამ ასაკ­ში გა­თხო­ვე­ბა რა ჯან­და­ბად უნ­დო­დაო. არ მეს­მის, რა­ტომ არ ვი­ყა­ვი ღირ­სი, ბედ­ნი­ე­რად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, გვერ­დით ღირ­სე­უ­ლი მე­უღ­ლე მყო­ლო­და?!

ამბები.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close