აუცილებლად წაიკითხეთ და მიაწვდინეთ ხმა ყველას !!!

ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღება კლინიკების მხრიდან საქართველოში პაციენტების სიცოცხლით ვაჭრობას!!!

ჩემო ძვირფასებო, ამ საქმეში ჩვენი, როგორც საზოგადოების ერთიანობაა საჭირო!!!

უკვე 1 კვირაა რაც ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო რეგულაციის დაწესება კლინიკებისთვის, იმისთვის რომ ჩვენი ფულით წურბელა კლინიკები აღარ მდიდრდებოდნენ!

მოგახსენებთ საქმე რაშიც მდგომარეობს: თუ თქვენ ხართ საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე პირი, მაგალითად ღმერთმა დაგიფაროთ და გულის სტენტირებისთვის 1 სტენტი თუ სინამდვილეში ღირდა 1800 ლარი, კერძო კლინიკები ითხოვდნენ 3250 ლარს და ცალკე ჯანდაცვას ბიუჯეტის ფულიდან არიცხინებდნენ ნახევარს და შემდეგ ადამიანებს აყიდინებდნენ ყველაფერს ოპერაციის გასაკეთებლად.
ეს ფასი არის უბრალოდ მაგალითი, არის შემთხვევები, როდესაც 6 000 ლარიან ოპერაციას 32 000 ლარად აკეთებენ!!!
შემდეგ მედდებს და მედპერსონალს 300-300 ლარს აძლევენ და თვითონ იჯიბავენ მილიონებს!!!

ყველაფერი იცვლება!!!
ის, რაც მთელმა მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ წურბელები არ ეკვება, ასევე გადაწყვიტა ჯანდაცვის სამინისტრომაც!

დაუწესა მკაცრი რეგულაცია ყველა კლინიკას, და უთხრა რამდენსაც ჩვენ გეტყვით, იმდენს გადაგიხდით, მაგ ფასად გაუკეთებთ საყოველთაო დაზღვევაში მონაწილე ადამიანებს ოპერაციას და მეტს ერთ კაპიკსაც არ დაამატებინებთო!!!

ამაზე ეს წურბელები, როგორებიც არიან ევექსი, პეესპე, ივერმედი, მოდერნ მედიქალ სოლუშენი და სხვა ჭინკები, რომელთა მოგებაც წარმოიდგინეთ წელიწადში 100 მილიონ ლარსაც აჭარბებს და ორმაგი მოგებით მუშაობენ, გადაირივნენ და დაიწყეს ცრუ კამპანია ამ კეთილი იდეის წინააღმდეგ.

უნამუსოდ გამოდიან მათი წარმომადგენლები და გაიძახიან ეს ყველაფერი ადამიანების საწინააღმდეგოდ კეთდებაო!

ქართველებო, ჩემო საყვარლებო, მოდით ვანახოთ ამ წურბელებს, რომ ყველა კეთილ საქმეში ჩვენ ვიქნებით ერთად და არავის მივცემთ ჩვენი გაბრიყვების საშუალებას!
მოდით ვანახოთ ბოროტებას, რომ შეგვიძლია ყველას კედელზე ეს ინფორმაცია იყოს!!!

ფოტოში წარმოგიდგენთ რა ფასებს აწერენ კლინიკები ოპერაციებს და რა ფასს უწესებდა ჯანდაცვა!

აღარ გაუვათ !!!

დაწერეთ კომენტარში, რომ ჩვენთან ერთად ხართ ამ საქმეში და ვიბრძოლებთ ერთმანეთისთვის!

წყარო: სახალხო ეკონომიკა

კომენტარები