საზოგადოება

,,28 მარტს ბორჯომის საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული” – ადმინიტრაციულ შენობასთან პოლიცია უკვე მობილიზებულია

ბორჯომის საკრებულოს შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მობილიზება ბორჯომის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მომართვის საფუძველზე მოხდა. ადგილობრივი თვითმართველობის თანამშრომლები წერილობით და სატელეფონო მომართვებში აღნიშნავდნენ, რომ „28 მარტს ბორჯომის საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული. ვითარების გართულებისა დ პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია, პოლიცია განთავსდეს ბორჯომის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში და შენობის გარე პერიმეტრზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას სხდომის მშვიდ ვითარებაში ჩატარება.“ 

მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ასევე, ადგილზე პოლიტიკურად მოტივირებული დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უკვე ადგილზე იმყოფებიან და მოვლენების განვითარების შესაბამისად, სამსახურებრივ მოვალეობას შეასრულებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური მხარე, ადგილზე წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს, კანონის დარღვევის შემთხვევაში კი, სამართალდამრღვევთა მიმართ ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close