საზოგადოება

,,24 საათი რომ იქექებით მილებში, ამ მთავრობის სამარეს თხრით?” _ ხალხი GWP -ს წინააღმდეგ

   GWP-ზე, რომელიც თბილისს წყლით ამარაგებს, მოსახლეობის თითქმის 90 % გაბრაზებულია. რადგან თავს ზემოთ გზა არ აქვთ, გაბრაზებას ამ კომპანიის ფეისბუქგვერდზე გამოხატავენ. ამ გვერდს GWP საკუთარი სამუშაოს გასარეკლამებლად იყენებს, თუმცა კომპანიის თანამშრომელს, რომელიც გვერდს მართავს თბილისებების მოგერიება ხშირად უწევს. ხალხი კომპანიას სარეკლამო პოსტებზე ცივ წყალს უსხამს.
 GWP: ,,დღეს, ფეიქრების ქუჩაზე, სამშენებლო და სარეაბილიტაციო დეპარტამენტებისთვის ახალი ოფისი გაიხსნა. თანამედროვე ტიპის სამუშაო სივრცე ჩვენს თანამშრომლებს ყოველდღიური ამოცანების წარმატებით გადაჭრაში დაეხმარება. ჩვენი მიზანი – კომპანიის 3600 სპეციალისტისთვის სათანადო სამუშაო გარემოს შექმნაა.” თბილისელები:
დაჯი ლო: ახალი ოფისის გახსნას, ძველში რა ხდება ის იკითხოთ, სჯობს. 4 საათიდან თქვენი მანქანა დგას და გადათხრილია წინამძღვრიშივილის 162-ში ჩასასვლელი და კაციშვილმა არ იცის, რა ხდება. თქვენთან ათჯერ დავრეკე, მერე მერიაში დავრეკე და იმათ სანამ მოგცეს მითითება, მიმტკიცებდნენ, რომ ჩვენი დაკეტილია.
 Natela Dashneli: ასე მიშაც ხსნიდა “ქარხნებს”..
 GWP: ,,კობა ლომთაძე – რეაბილიტაციის სამსახურის უფროსი ინჟინერი „მე რეაბილიტაციის სამსახურის უფროსი ინჟინერი ვარ. ჩემი გუნდის საქმიანობა მოიცავს სტაბილური წყალმომარაგების შექმნას იმ უბნებსა და დასახლებებში, სადაც წყალი დღემდე არ მიეწოდებოდათ. ამ ეტაპზე ახალ ქსელს კაკლების დასახლებაში ვაწყობთ, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კაკლების მოსახლეობას პირველად ექნება წყლის მუდმივი მიწოდება. დიდი ხანი არაა, რაც აქ ვმუშაობ, ამიტომ ეს პროექტი ძალიან ძვირფასია ჩემთვის. საქმიანობის ყველაზე რთული ნაწილი გარე ფაქტორებია, რომლებიც ხშირად რთულ სიტუაციებში გვაყენებს. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაა, რაშიც კომპანიაში არსებული მეგობრული გარემო ძალიან მეხმარება.“
 თბილისელები:
ავთანდილი ჯოტოს ძე პაკელიანი: კარგია და მთლად უკეთესი იქნება უფროსებს თუ მოახსენებთ, რომ ვაჟა-ფშაველას 50 ნომერთან მდებარე წყლის ჭას იმდენი გასდის, რამდენიც ერთ დიდ კვარტალს ეყოფა და იქნებ შეაკეთონ.
 Cisana Kapanadze: ლომთაძე, მთელი საქართველო წყალს მიაქვს და, სირცხვილი არ არის? დღევანდელ დღეს წყლის არქონებაზე ვსაუბრობთ?. ადამიანო ევრო კავშირში ვართ, რა ვერ გაიგეთ. Konstantine Balanchivadze: ნუშების დასახლებაშიც გვსურს წყალი კაკლებიდან 500-800 მეტრი უნდა გადმოხვიდეთ მხოლოდ და რა არის ამისთვის საჭირო ? დაახლოებით 200 მოსახლეა.
IS Giorgi Khidesheli: როგორც პატრულს არ სჭირდება პიარი, ისევე არ გჭირდებათ თქვენც, ადექით და საქმე აკეთეთ ხარისხიანად. პრობლემა თუ კადრების და საავარიო ჯგუფების სიმცირეა ადექით და გაზარდეთ. მოგება 30% დან 25% ზე ჩამოიყვანეთ და ვალდებულებები შეასრულეთ, ბოლო ბოლო ოპერატორები მაინც დაიმატეთ ხალხი დაგიკავშირდეთ.
 GWP: ,,ჩვენი მთავარი ამოცანა წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობა და განვითარებაა. დიდხნიანი მუშაობის შემდეგ, ხვალ, თბილისის და მცხეთის მაგისტრალურ ქსელებზე სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს ვასრულებთ. სწორედ ამიტომ, დღეს მთელი დღის განმავლობაში ტექნიკური ჯგუფები მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებდნენ”.
თბილისელები:
Anna Bennet: აუ, დღე და ღამე უწყლობა მაინც არ შეიძლება რა.. 21 საათი უწყლოდ ვის გაუგია, ორად ან სამად გაგეყოთ სამუშაოები… სახლის დაკეტვა და გადაბარგება მიწევს…
Sofia Shamugia არც მე მომსვლია მესიჯი და თოთო ბავშვით ხელში მთელი 24 საათი უწყლოდ უნდა ვიყო! რით ვერ მორჩა ეს სამუშაოები, რას აკეთებთ ამდენს, რას იქექებით მაგ მილებში, იმედია ამ მთავრობის სამარეს თხრით!
GWP: ,,ვარკეთილი 3-ის წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, კიდევ ერთი მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დავასრულეთ. შეიცვალა 3კმ სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი დამონტაჟდა ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, რაც მინიმუმამდე შეამცირებს წყალმომარაგების შეზღუდვებს პროექტის ინვესტიცია 400 000 ლარია.”
თბილისელი:
Temo Jakobia რეაბილიტაციის შემდეგ ვარკეთილის 3, 2მ/რ, 30 კორპუსის 7 სადარბაზოში წყლის მილებში არის ქვიშის და მიწის საცობები და წყალი არ მოგვეწოდება. გუშინ საღამოდან გვპირდებიან, დილიდან მოვალთო და ამ დრომდე არავინ გამოჩენილა. უნამუსოდ გვატყუებენ. თუ დღეს 3 საათამდე პრობლემა არ მოგვარდება მივმართავათ პოლიციას და ტელევიზიებს!
 GWP: ,,გამართული წყალმომარაგების სისტემისთვის აუცილებელია მოძველებული ქსელების განახლება. სწორედ ამიტომ, სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, ამორტიზებული წყალმომარაგების სისტემა სრულად შევცვალეთ: 5 კილომეტრზე მეტი წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი განახლდა დამონტაჟდა 40 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული. მოეწყო 5 სახანძრო ჰიდრანტი. პროექტის ღირებულება – 1.5 მლნ ლარი. შედეგად – 2250 ოჯახს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა წყალმომარაგება”. თბილისელები:
Nino Tabatadze: ჭრელაშვილის ქუჩას როდის ეშველება? ერთი თვეა წყალი ფაქტიურად არ მოგვეწოდება.
ნ. ნ. :წყალი გამოუშვით ვაზისუბანში სირცხვილია უკვე.
Ina Archvadze: წყალზე რომ სასწრაფოდ გაიზარდა გადასახადი, ხომ შეიძლება ისე მაინც იყოს სისტემა გამართული რომ ყოველ ორ დღეში ერთხელ რაღაც არ ზიანდებოდეს და უწყლოდ არ ვრჩებოდეთ ისნის რაიონში.
NiNi RTveladze: 3 წუთით ადრე რომ მიგზავნით სმს წყალი შეგიწყდებაო . რა გეჩქარებოდათ ღმერთმანი , ჯერ შეგეწყვიტათ მერე მოგეწერათ.
 Kako Kako: წმინდა ბარბარეს უბანში, ამ რამოდინემე წლის უკან სისტემა შეცვალეს, მაგრამ რად გინდა კვირაში მინიმუმ ერთხელ მილები სკდება და თანაც ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე ადგილას, უბრალოდ, ალბათ ფული კეთდება.
Shalva Jashiashvili: ვაზისუბნის IV მიკრო, I კვარტალი 18 კორპუსში 2 კვირაა წყალი მოდის ძალიან დაბალი წნევით, რამდენჯერ უნდა დავრეკო ამ საკითხზე რომ ვინმე მოვიდეს და წნევას მოუმატოს?!
რა თქმა უნდა, თბილისის წყლით მომარაგების კომპანიის მიერ განაწყენებული თბილისელების რაოდენობა და პოსტები ამით არ ამოიწურება და ჩვენ, მათ ბრალდებებს GWP-ს წინააღმდეგ კიდევ შემოგთავაზებთ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close