საზოგადოება

2018 წელს ძლიერი მიწისძვრების რიცხვი, შესაძლოა, მკვეთრად გაიზარდოს

დედამიწის ღერძის გარშემო ბრუნვის სიჩქარის შემცირების გამო 2018 წელს ძლიერი მიწისძვრების რიცხვი შესაძლოა მკვეთრად გაიზარდოს. ამ ჰიპოტეზის ავტორები როჯერ ბილჰემი და რებეკა ბენდიკი არიან. მათ თავიანთი მოხსენება ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს. სპეციალისტებმა 1900 წლიდან 7 მაგნიტუდის სიმძლავრის და უფრო ძლიერი მიწისძვრები შეისწავლეს. მათ ყურადღება მიაქციეს 5 პერიოდს, როდესაც ძლიერი მიწისძვრების რიცხვი გაიზარდა.

როგორც გაირკვა, სეისმურად აქტიური პერიოდები 5 წლის შემდეგ იწყებოდა მას შემდეგ, რაც დედამიწის ღერძის გარშემო ბრუნვის სიჩქარის შემცირება მაქსიმუმს აღწევდა.ბოლო მსგავსი ფაქტის შემდეგ 4,5 წელი გავიდა. ამრიგად, მეცნიერების ჰიპოთეზის თანახმად, 2018 წელს ძლიერი მიწისძვრების რიცხვი გაიზრდება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close