სამართალი და კრიმინალი

19 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 19 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ივლისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, თავის მამიდაშვილს – 1998 წელს დაბადებულ ა. ხ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა რ.ა. მომხდარიდან მეორე დღეს, ფოთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო

იმედნი ნიუსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close