საზოგადოება

18 სამინისტროს ნაცვლად 13 დარჩება, ჯეჯელავა თანამდებობას დატოვებს… _ რა ხდება მთავრობაში?

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ხვალ თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს. ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შესაძლოა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნოს. როგორ პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, დიმიტრი ქუმსიშვილი სავარაუდოდ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნდება. გიორგი გახარია ამ თანამდებობაზე მოქმედ მინისტრს გიორგი მღებრიშვილს შეცვლის. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება. ამასთან, მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს კი, გადაადგილება შეეხებათ. გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში ცვლილებების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს.

წყარო:pia

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close