საზოგადოება

“11 ივლისს სასამართლოს მივცემ ჩვენებას ე.წ. ციანიდის საქმეზე”

თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა 11 ივლისს განახლდება. პროცესზე ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას დაკითხვა იგეგმება. ამის შესახებ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს.

„11 ივლისს სასამართლოს მივცემ ჩვენებას ე.წ. ციანიდის საქმეზე. მოგვიანებით კი ჩემს პოზიციას გამოვხატავ ამ თემაზე, რადგან ჩემი მოსაზრებები გულისხმობს პატრიარქის ლიკვიდაციის თემას, ხოლო სასამართლო მიმდინარეობს დეკანოზის მხრიდან შორენა თეთრუაშვილის შესაძლო მკვლელობის თემას. ეს კი მოცემული მომენტისთვის ერთმანეთისთვის დამოუკიდებლად განიხილება”, – აცხადებს არჩილ გამზარდია.

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა ანგარებით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვას ედავება. წარდგენილი ბრალდებები 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close