10 წელი აპარატზე შეერთებულ ბავშვს, თბილისის მერიამ დახმარებაზე უარი უთხრა
,,მერიამ ისევ უარი გვითხრა დაფინანსებაზე! არადა, იმედი მქონდა. თან ,,სიცოცხლით სავსე ქალაქიო”…
მე არც ამათი დაგებული გზები მინდა, არ ამათი გალამაზებული ქალაქი და არც ამათი განათებული თბილისი. ჩემი შვილი 10 წელია მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული და მისი გადარჩენისთვის გვჭირდება ეს ყველაფერი!!! თუ ვინმეს ჩარევ, მაშინ შესაძლებელია და ეკუთვნის, ისე, არაფერიც არ ეკუთვნის თურმე.
10 წელი ცოტა არ არის!!! დამღალა ამ ბრძოლამ!!! მთელი გულით გიხდით ბოდიშს, რომ ჩემი პრობლემები შემოგახვიეთ. მადლობა ყველას სიყვარულისთვის” _ აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძის დედა, ეკა ჩაჩიბაია.
10 წლის ნიკოლოზი დაბადებიდან აპარატზეა შეერთებული. ორი წლის შემდეგ ბავშვი საავადმყოფოდან სახლში გაიყვანეს და 8 წლის განმავლობაში, ახალგაზრდა დედა, შვილის სარეცელს არის მიჯაჭული. ნიკოლოზის დიაგნოზია – A ფიბროზ კისტოზი მუკოვისციდიზი შერეული ფორმა.
.
.
ბიჭუნას ყველა საჭირო პროცედურა სახლში უტარდება და ცხადია, ოჯახი დახმარებას, გვერდში დგომას საჭიროებს. ქალბატონმა ეკამ, მერიას, სწორედ ამიტომ, რამდენჯერმე მიმართა დახმარების თხონით, მაგრამ იქიდან უარყოფითი პასუხი მიიღო _ კანონით არ გეკუთვნითო. ბავშვის სიცოცხლის უფლებას რომელი კანონი კრძალავს, ამ კითხვით მერიას აუცილებლად მივმართავთ. თუ ასეთი კანონი მართლაც არსებობს, გამოდის, რომ ის, ქვეყნის უზენაეს კანონთან – კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ ყოფილა, რადგან სიცოცხლის უფლება ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. მით უფრო, როცა საქმე ბავშვის სიცოცხლეს ეხება.
მანამ, სანამ მერია და ჯანდაცვის სამინისტრო (რომლის მთავარი სამოქმედო ფორმულა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა და ამ საკითხებში დახმარება უნდა იყოს, თუმცა ადამიანები სამედიცინო დახმარებას ერთმანეთის გვერდში დგომით უფრო იღებენ. ავტ.) მოიფიქრებენ, საწოლს მიჯაჭულ ნიკოლოზს დაეხმარონ, სანამ სახელმწიფო უწყებები დაიცავენ უზენაეს კანონს და მათი წარმომადგენლები შერჩევითი პრინციპით არ იმოქმედებენ, იქნებ ისევ ჩვენ, მოქალაქეები, თბილი გულის ადამიანები ამოვუდგეთ გვერდით დედას, რომელიც 10 წელია აპარატზე შეერთებულ შვილს უყურებს და უვლის.
გთხოვთ, კარგად დაფიქრდით, სანამ ამ სტატიას გვერდით გადადებთ და დახმარებაზე თავს შეიკავებთ. შეიძლება, ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდეს ამ მდგომარეობაში, დაჭირდეს თანადგომა და მაშინ, უფლის წყალობით, გაწეული სიკეთის საფასურად, თქვენც დაგეხმარებიან.
ასე, რომ თქვენი თანადგომის იმედით ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს: