საზოგადოება

,,ნუ ზრუნავთ მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე” _საკრებულოს წევრი ბორჯომის მერს მიმართავს! (ექსკლუზივი)

ბორჯომის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიიდან, გიორგი გიუაშვილი ბორჯომის მერს, ლევან ლიპარტიას euronews.ge -ს საშუალებით მიმართავს:

_ მივმართავ ბორჯომის მერს! სამწუხაროა, რომ ფეისბუქით მიწევს ბორჯომის საკრებულოს ბუნებისა და აგრარულ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელს ბორჯომის მერთან კომუნიკაცია, რადგან იგი არ ესწრება საკრებულოს სხდომებს!

ბატონო მერო, უახლოესი საკრებულოს სხდომისათვის გთხოვთ, წარმოადგინეთ თანხები დასამტკიცებლად, ისედაც გადამწვარი ბორჯომის გასამწვანებლად, უშუალოდ, სხვადასხვა ჯიშის წიწვოვანი და ფოთლოვანი ნერგების შესაძენად, სოციალური პროექტების ფინანსების გასაზრდელად!

5 მილიონ ლარზე მეტი წინა წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დასახარჯი თანხა დარჩა დაუხარჯავი და ნაშთის სახით გადმოვიდა წლევანდელ ბიუჯეტში. ეს არის დანაშაული! ნუ ზრუნავთ მხოლოდ თქვენს პარტიულ და პირად კეთილდღეობაზე, დავამთავროთ საუბარი ხელფასებზე, პრემიებზე, დანამატებზე, ფრაქციებზე და მთელი ჩვენი შემართება, მატერიალური, ფინანსური, ინტელექტუალური რესურსი მივმართოდ ბორჯომის, როგორც მსოფლიო დონის მნიშვნელობის კურორტის განვითარებისაკენ!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close