საზოგადოება

80 წლის მოხუცს, რომელიც გონებადაკარგულ შვილიშილს უვლის, სოციალური მოუხსნეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები 80 წლის თამარ ვართუმაშვილი 21 წლის გონებადაკარგულ შვილიშვილს 2 წელია უვლის.

ახალგაზრდას, 2 წლის წინ მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა და მუდმივ მედიკამენტებსა და მეთვალყურეობას საჭიროებს.

80 წლის ქალის, თქმით, მათ სოციალური დახმარებაც კი მოუხსნეს, რის გამოც ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომელიც 21 წლის შვილიშვილის 3 დღის მედიკამენტების შესაძენი თანხაა.

მოხუცი თვითმკვლელობით იმუქრება.

“ყოველდღე 60-70 ლარის წამლები ჭირდება ჩემს შვილიშვილს, რომელსაც მამამ გარდაცვლილი ჰყავს, დედა კი უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი, მისმა ნათესავებმა სახლში წაიყვანეს, რადგან მე საწოლში ჩავარდნილი ორ ადამიანის მოვლას ფაქტობრივად ვერ შევძელბდი. 2 წლის წინ ჩემს შვილიშვილს მანქანა დაეჯახა და იმის შემდეგ გონებადაკარგული მიწევს სახლში. არ ვიცი რა გზას უნდა დავადგე, ჩემი პენსიის თანხა მხოლოდ 3 დღის წამლებში კმარა, იმ ზომამდე ვარ მისული, რომ სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებ და ჩემი შვილიშვილის ტანჯვას მაინც აღარ ვუყურებ. გთხოვთ დამეხმარეთ, ერთადერთი პატრონი ჩემი ანგელოზი შვილისშვილის მე ვარ, რომელსაც ვერანაირად ვერ ვეხმარები. ღამეებს ტირილში ვატარებ, მაგრამ ეს ტირილი პრობელმებს არ აგვარებს. ვის არ მივმართე, დახმარებას ვის არ ვთხოვე, მაგრამ უშედეგოდ,”- აცხადებს თამარ ვართუმაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close