საზოგადოება

მელორ ვაჩნაძე: არ დაგავიწყდეთ, ამ ხალხის ხარჯზე ხართ მთავრობაში

მელორ ვაჩნაძე:

_ 2013 წლის 13 იანვარს ნაცების მიერ შექმნილი საკონცენტრაციო ბანაკებიდან, პირველებმა თავი პოლიტპატიმრებმა დააღწიეს და აი უკვე 2018 წლის 13 იანვარია, რაც იმას ნიშნავს რომ 5 წელი გავიდა ამ დიდი გამარჯვებიდან…მინდა ყველა მართლა პოლიტპატიმარს მოგილოცოთ ეს დაუვიწყარი დღე, მინდა ასევე მოვიგინო ის რამოდენიმე პოლიტპატიმარი რომლებიც ციხეში შერყეული ჯანმრთელობის გამო დღეს ცოცხლები აღარ არიან…(((
ასევე მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ პარლამენტარს ვინც დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად მიაღწია ამ გამარჯვებას…
p.s. აქვე მინდა ვუსაყვედურო პრემიერ მინისტრს, პარლამენტის თავმჯდიმარეს, საქართველოს პრეზიდენტს, თბილისის მერს და “ჩინოვნიკ” ყოფილ პოლიტპატიმრებს, რომლებმაც ამ 5 წლის მანძილზე ვერ მოიფიქრეს შეეკრიბათ ეს ნაბრძოლი და ნაწამები ხალხი, მოეკითხათ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაიმე ფორმით მოეხდინათ მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია, დაეწესებინათ მათი ოჯახებისთვის კომპენსაცია, დაესაჯათ მათი გამომძიებლები, პროკურორები, მოსამართლეები…. და ა.შ.
p.s.s. სირცხვილია მარტო ნარმანიას მიერ დაწესებული, (სოც.ტრანსპორტზე 20 თეთრიანი ფასდაკლებით) რომ გინდათ გადააგოროთ ამ ხალხის ნაბრძოლი… არ დაგავიწყდეთ ამ ხალხის ხარჯზე ხართ მთავრობაში…
მარტო საარჩევნოდ რომ სთხოვთ დახმარებას სასაცილოც აღარაააა!!!
უფლებადამცველი:
ყიფილი პოლიტპატიმარი: მ.ვაჩნაძე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close