საზოგადოება

,,შესაძლებელია, ბუმერანგივით დაგიბრუნდეთ ის ნეგატივი და კაცთმოძულეობა, რასაც აფრქვევთ”

,,პატიმრის გადაყვანის საკითხი უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმებმა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებასთან შეთანხმებით, რომ დაცული იყოს პატიმრის უსაფრთხოება. ფაქტია, რომ საქართველოში ყველაფერი იმართება პარტიიდან და ცდილობენ, დროებითი თანამდებობები გამოიყენონ შურისძიებისთვის, რაც არის კანონდარღვევა"

ტერორიტსაც და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენსაც აქვს კონვეციით და კონსტიტუციით გარანტირებული ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის უფლება, რომელიც ყოველგვარი დათქმის გარეშე უნდა იქნეს დაცული. ვინ კითხავს პარლამენტის ხელმძღვანელობას ან პარტიის თავმჯდომარეს პატიმარს გადაიყვანენ თუ არა სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში? პატიმრის გადაყვანის საკითხი უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმებმა სპეციალურ პენიტენციური დაწესებულებასთან შეთანხმებით, რომ დაცული იყოს პატიმრის უსაფრთხოება. ფაქტია, რომ საქართველოში ყველაფერი იმართება პარტიიდან და ცდილობენ დროებითი თანამდებობები გამოიყენოს შურისძიებისთვის, რაც არის კანონდარღვევა. ის, რაც არ მოგწონდა გუშინ და დღეს მოგწონს არის ბრიყვობა და რეგვენობა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან და კანონიერებასთან. გაბოროტება, გესლიანობა და სურვილი, რომ ვიღაც მოკვდეს, ვიღაც დაისაჯოს კანონის და სამართლიანობის გარეშე , ადამიანის უფლებების დარღვევით და ეს მოგწონდეს , ნიშნავს, რომ ხარ შურისმაძიებელი და დაინტერისებული სხვადასხვა გამორჩენით. , რომელიც ყველაფერზე ხარ წამსვლელი, რაც საშიშია.როგორ უნდა გიხაროდეს ის, რაც ხდება ან როგორი ტრაგიკულად შეიძლება განვითარდეს მოვლენები? ან ეს ბნელი ყიჟინი და მოწოდება ბრიყვული გაკვირვებით თუ რატომ შიმშილობს ვინმე, რა საჭიროა?დრო მოვა და შეგრცხვებათ იმით, რასაც აკეთებთ და ასევე შესაძლებელია ბუმერანგივით დაგიბრუნდეთ ის ნეგატივი და კაცთმოძულობა, რასაც აფრქვევთ. დიახ ყველა პატიმარი , ვისაც ჭირდება და მათშორის სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სპეციალიზირებულ კლინიკაში და არ არსებობს არავითარი დათქმები.
მამუკა ნოზაძე, ადვოკატი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close