სიღნაღის ამბები

სიღნაღელი მოხალისეები ტანსაცმელსა და საოჯახო ნივთებს გასცემენ ყველა სოფელში

,,3 ტონაზე მეტი ტანსაცმელი და ნივთები. გადაარჩევენ და დაიწყება გაცემა"

ისეთი კარგი ამბავი გვაქვს…
დღეიდან სიღნაღელი მოხალისეები ტანსაცმელსა და საოჯახო ნივთებს გასცემენ სიღნაღის რაიონის ყველა სოფელში.
“სიღნაღის შეზღული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობელთა კავშირი” და მისი დამფუძნებელი, მაგარი გოგო Tamta Kusrashvili მზად არიან უანგაროდ დაგვითმონ ადგილი მათ შენობაში და ასევე უანგაროდ დაეხმარონ თავისი რაიონის მოსახლეობას. გუშინ ჩავიტანეთ პირველი ტვირთი –
3 ტონაზე მეტი ტანსაცმელი და ნივთები. გადაარჩევენ და დაიწყება გაცემა.
თუ ვინმე, რომელიმე რაიონში ეწევით მოხალისეობრივ საქმიანობას და გაქვთ პატარა ადგილი, საიდანაც გასცემთ ტანსაცმელს და საოჯახო ნივთებს, აუცილებლად დამიკავშირდით. ტანსაცმელს და ნივთებს ჩამოგიტანთ სასურველ ადგილას.
ქვეყანაში, ყველა რაიონულ ცენტრში უნდა გავხსნათ ასეთი ცენტრი და ერთ დღესაც ყველა მოქალაქეს ეცმება ტანსაცმელი და აღარ შესცივა ზამთარში.
დიდი მადლობა ხალხო. თქვენით ტრიალებს ამხელა საქმე.
გპირდებით, ბოლომდე მივიყვანთ.
აკა სინჯიკაშვილი, ქველმოქმედი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close